ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

16 მძიმე მეტალის კვლევის პანელი – სპეციალური შეთავაზება

მძიმე ლითონებით მოწამვლას იწვევს გარემომცველ გარემოში (საკვებში, წყალში, ჰაერში) და ყოველდღიური მოხმარების საგნებში (საოჯახო ნივთებში, სათამაშოებში, საღებავებში და სხვა) მეტალების მაღალი კონცენტრაცია.
მძიმე მეტალებით ქრონიკული ინტოქსიკაცია შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. უხშირესად, სიმპტომები იმდენად ნელი ტემპით ვითარდება, რომ ძნელია მათი კავშირის აღმოჩენა მძიმე მეტალების ზემოქმედებასთან.
მძიმე მეტალებით მოწამვლის სიმპტომები მრავალფეროვანია:
 
 

მძიმე მეტალებით მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები:

  • ცნობიერების დათრგუნვა
  • გულისრევა-ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა
  • გაუწყლოება
  • დაბუჟება კიდურებში
  • ანემია
  • თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება
  • ფილტვის დაზიანება
  • ნერვული სისტემის დაზიანება
  • ქცევითი დარღვევები
  • ძვლების სიმყიფე
  • ნაადრევი აბორტები და მკვდრადშობადობა

მძიმე მეტალებით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები

  • თავის ტკივილი
  • საერთო სისუსტე და დაღლა
  • სახსრების და კუნთების ტკივილი
  • შეკრულობა
  • კოგნიტური დარღვევები
  • ბავშვის მენტალური განვითარების შეფერხება

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ 16 მძიმე მეტალის პანელურ კვლევას, რომელიც მოიცავს შემდეგ მეტალებს:

  1. ქრომი
  2. კადმიუმი
  3. ვერცხლი
  4. ვერცხლისწყალი
  5. სპილენძი
  6. ტყვია
  7. კობალტი
  8. ნიკელი
  9. დარიშხანი
  10. ალუმინი
  11. სტიბიუმი
  12. ბერილიუმი
  13. ბისმუტი
  14. პალადიუმი
  15. თალიუმი
  16. კალა

პანელის ღირებულება 390 ლარია!

 

👁თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი

Call Now Button