ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სიცივე და კანის დაზიანება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კანი ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც გარემო ფაქტორების მიმართ ფიზიკურ ბარიერს წარმოადგენს. როდესაც კანი ჯანსაღია ის დამცველობით როლს ასრულებს ალერგენების და ინფექციური აგენტების ზემოქმედების მიმართ.

ცივ სეზონზე, როდესაც გარემოს ტემპერატურა მნიშვნელოვნად ქვეითდება, კანის მგრძნობელობა გარემო ფაქტორებისადმი იზრდება და ადვილად ზიანდება, ან მწვავდება ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა: ეგზემა, რეინოს ფენომენი, სიცივის ურტიკარია და სხვა.

 

ცივი სეზონის ეგზემა

ეგზემის რამდენიმე გავრცელებული ფორმა არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირია ატოპიური დერმატიტი.

  • ატოპიური დერმატიტი ხასიათდება ლაქების განვითარებით მშრალ, აქერცლილ, გაწითლებულ კანზე, რასაც ხშირად ახლავს ძლიერი ქავილი, ნახეთქები და ქერქების გაჩენა.
  • ასტეატოზური (მშრალი) ეგზემა უფრო ხშირია ხანდაზმულებში. სიცივეში კანი უფრო მეტად გამომშრალი ხდება, ვითარდება აქერვცლა, ანთება და ნახეთქები. ძლიერი ქავილისას კანი ადვილად ზიანდება და მეტად შეღწევადი ხდება ალერგენებისა და ინფექციური აგენტების მიმართ. მშრალი ეგზემა ხშირია წვივების კანზე, თუმცა სხეულის ნებისმიერ უბანში შეიძლება განვითარდეს (ტორსზე, მკლავებზე).

ცივი სეზონი რომ უკეთ ასატანი იყოს  კანისთვის, მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება:

  • სახლის ყველა მონაკვეთში ერთნაირი ტემპერატურის შენარჩუნება
  • კანის გამოშრობისგან თავის დასაცავად აუცილებელია ოთახების რეგულარული დატენიანება
  • აუცილებელია ოთახების რეგულარული განიავება – მტვრის ტკიპების გამრავვლების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ეგზემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელია
  • კანის რეგულარული დატენიანება მალამოების მეშვეობით
  • ბუნებრივი მატერიის ტანისამოსის გამოყენება, ელრგიული პროცესების თავიდან ასაცილებლად
  • ინფექციებისგან, ვირუსებისგან და გაციებისგან თავის დაცვა – რადგან ნებისმიერი ეს პროცესი აუარესებს ეგზემის მიმდინარეობას.

 

პერნიოზი

პერნიოზი მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება კიდურების კანის ზედაპირზე მოწითალო-მეწამული კვანძების და ფოლაქების სახით, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი, ტკივილი, წვა ან დისკომფორტი. მდგომარეობის პროვოცირებას იწვევს ნესტიან ცივ ჰაერთან კონტაქტი. სიმპტომები ვითარდება რამდენიმე საათში. მდგომარეობის პრევენცია შესაძლებელია ცივ გარემოში ყოფნის შეზღუდვით და კანის ზედაპირების ადექვატურად  დაფარვით.

პერნიოზის სიმპტომები:

  • მცირე ზომის, ქავანა კვანძები (პაპულები) ზედა და ქვედა კიდურების კანზე
  • დაზინების უბნებში მტკივნეული წყლულების, ფოლაქების განვითარება
  • დაზიანებულ უბნებში კანის შეფერილობის ცვლილება

პერნიოზის დიაგნოსტიკა ანამნეზურ და ობიექტური გასინჯვის მონაცემებს ეფუძნება. სხვა დაავადებების გამოსარიცხად (რევმატოიდული ართრიტი, კანის ინფექციები და სხვა), საჭიროა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

 

რეინოს სინდრომი

რეინოს სინდრომი სისხლძარღვოვანი დაავადებაა, რომელიც მცირე კალიბრის სისხლძარღვებს აზიანებს სხეულის წარზიდულ ნაწილებში, როგორიცაა: ცხვირი, თითები, ტუჩები, ყურის ნიჟარები. დაავადებას ახასიათებს დაბალი ტემპერატურის, ან იშვიატად სტრესის  ფონზე მიმდინარე სისხლძარღვოვანი სპაზმები.

დაავადების ,წვავე ეპიზოდში  ვლინდება თითების არტერიოლებისა და კაპილარების ძლიერი სპაზმი, რასაც მოსდევს დაზიანებული მიდამოს კანის სიფერმკრთალე და შემდეგ ციანოზი, ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების მკვეთრად შემცირების გამო. ასევე ხშირად აღინიშნება მგრძნობელობის დაქვეიტება, დაბუჟება ან ტკივილი დაზიანების უბანში. სისხლმომარაგების აღდგენასთან ერთად კანის შეფერილობა და მგრძნობელობა უმჯობესდება. ეპიზოდების ხანგრძლივობა როგორც წესი 15-20 წუთს არ აღემატება.

რეინოს სინდრომის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • პირველადი რეინოს სინდრომი, ანუ რეინოს დაავადება
  • მეორადი რეინოს სინდრომი ანუ რეინოს ფენომენი

პირველდი რეინოს სინდრომი კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, სისხლძარღვების  სტრუქტურული დაზიანების გარეშე. მეორად რეინოს სინდრომს შესაძლოა მოყვეს სერიოზული გართულებები – ქსოვილების ნეკროზის და დაწყლულების სახით. მეორად რეინოს სინდრომს შესაძლოა იწვევდეს სხვა დაავადებები, მედიკამენტური მკურნალობა და ა.შ.

დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, თუმცა პირველადი და მეორადი რეინოს სინდრომის დიფერენცირებისთვის ხშირად ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა აუცილებელია:

  • ფრჩხილის კაპილაროსკოპია
  • კიდურის არტერიების დოპლეროგრაფია
  • ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA)
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე
  • შარდის საერთო ანალიზი
  • რევმატოიდული ფაქტორი

 

აკროციანოზი

აკროციანოზი პერიფერიული სისხლძარღვების ფუნქციური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება კიდურების და ზოგჯერ სახის  კანის ციანოზური შეფერილობით, რომელიც ამ მიდამოების კანის მცირე კალიბრის სისხლძარღვების სპაზმის შედეგია. მდგომარეობის პროვოცირებას იწვევს გარემოს დაბალი ტემპერატურა.

  • პირველადი აკროციანოზი ხშირია მოზარდებში, ასევე 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდებში, უფრო მეტად ქალებში.
  • მეორადი აკროციანოზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, როგორც წესი სხვა დაავადების ფონზე.

პირველადი აკროციანოზი ვლინდება ხელისა და ფეხის თითების კანის (და ზოგჯერ სახის)  ორმხრივი, სიმეტრიული მოლურჯო შეფერილობით, ტკივილის გარეშე. არტერიის პულსაცია მიმდებარედ – ნორმალურია. არ ახლავს კანის პროქსიმალური ნაწილის გაფერმკრთალება, დაწყლულება ან ნეკროზი (განგრენა).

აკროციანოზის კლინიკურ გამოვლინებებს ეკუთხნის ასევე:

  • კიდურების ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა)
  • ცივი მტევნები და ტერფები
  • თითების შეშუპება

მეორადი აკროციანოზის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია გამომწვევი დაავადების მახასიათებლებზე. მეორადი აკროციანოზი ხშირად ასიმეტრიულია, თან ახლავს ტკივილი, ქსოვილების დაზიანება.

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია:

  • პულს-ოქსიმეტრია
  • შარდის საერთო ანალიზი
  • სისხლის საერთო და ედს-ი
  • ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური სინჯები
  • ანტისტრეპტოლიზინი O განსაზღვრა (ASLO)
  • შრატის ცილის ელექტროფორეზი
  • კომპლემენტის კომპონენტების განსაზღვრა
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია
  • სისხლის გაზების და ელექტროლიტების განსაზღვრა
  • კანის ბიოფსია
  • ფრჩხილის კაპილაროსკოპია

 

სიცივის ურტიკარია

სიციიივის ურტიკარია, გარემოს დაბალ ტემპერატურაზე კანის ალერგიული რეაქციაა. სიცივის საპასუხოდ, რამდენიმე წუთში კანზე ვითარდება შეშუპებული პაპულები (კვანძები), ბუშტუკები, რასაც ახლავს ძლიერი ქავილი.

სიმპტომების გამოვლენის ინტენსივობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია. მძიმე შემთხვევებში, ცივ წყალთან კანის კონტაქტს შესაძლოა მოყვეს არტერიული წნევის უკიდურესად დაქვეითება, გონების კარგვა და შოკური მდგომარეობის განვითარებაც კი.

სიცივის ურტიკარია უფრო ხშირია ახალგაზრდა ზრდასრულებში. ეპიზოდის ხანგრძლივობა როგორც წესი 2 საათს არ აღემატება. მკურნალობას პროფილაქტიკური ხასიათი აქვს – ანტიჰისტამინეიბს მიღების და ცივ წყალთან და ჰაერთან კონტაქტის შეზღუდვის სახით.

 

 

 ლაბორატორია  “სინევო” გთავაზობთ დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

რესურსები

https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information

 

 

რევმატოიდული ართრიტი 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button