ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾680.00
აპოლიპოპროტეინი E (ApoE) 299 ამინომჟავის შემცველი გლიკოპროტეინია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ლიპიდების მეტაბოლიზმში. ძირითადად სინთეზდება ღვიძლსა და თავის ტვინში, თუმცა აღმოჩენილია თირკმელსა და ელენთაშიც. ნერვული სისტემის გლიური უჯრედები – ასტროციტები და მიკროგლიოციტები არის აპოლიპოპროტეინი E (ApoE) მთავარი წყარო. ნეირონები ექსპრესირებს უპირატესად (ApoE) რეცეპტორებს.
ApoE უკავშირდება პლაზმის ლიპოპროტეინებს: ქილომიკრონებს, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (VLDL), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL) და მონაწილეობს მათი ნაშთების კლირენსში. სისხლის ჭარბი ქოლესტეროლის მოცილება ხდება ღვიძლის უჯრედების ზედაპირულ რეცეპტორებზე ტრანსპორტირებით. სისხლში ქოლესტეროლის ნორმალური დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის პრევენციისთვის. ApoE ასევე მონაწილეობს ნაწლავიდან ქოლესტეროლის შეწოვაში.
APOE გენი მე-19 ქრომოსომის გრძელ მხარზეა განლაგებული და წარმოდგენილია 3 ალელიანი პოლიმორფიზმით ε2, ε3 and ε4, რასაც 6 განსხვავებული გენოტიპის ჩამოყალიბება შეუძლია (ε2/ε2, ε2/ε3, ε2/ε4, ε3/ε3, ε3/ε4 and ε4/ε4). აღნიშნული 3 ალელი მონაწილეობს აპოლიპოპროტეინი E სამი იზოფორმის E2, E3 და E4 კოდირებაში. აღნიშნული იზოფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება 112-ე და 158-ე პოზიციებში ამინომჟავების განლაგებით.
თეთრი რასის წარმომადგენლებში ყველაზე ხშირი ვარიანტია ამინომჟავა ცისტეინი (Cys) 112-ე პოზიციაში და ამინომჟავა არგინინი (Arg) 158-ე პოზიციაში.
E2 და E4 აპოლიპოპროტეინები, E3-ისგან განსხვავდება ერთი ამინომჟავის ჩანაცვლებით 112 და 158 პოზიციებში: E2: Arg158→Cys; E4: Cys112→Arg.
ε2, ε3 და ε4 ალელების სიხშირე თეთრი რასის წარმომადგენლებში შემდეგნაირია:
– ε2 = 8 – 12%
– ε3 = 74 – 78%
– ε4 = 14 – 15%
APOE გენოტიპი გავლენას ახდენს ღვიძლის უჯრედების მიერ ლიპოპროტეინების შთანთქმის და ასევე ქილომიკრონების, VLDL და HDL დაშლის უნარზე.
კვლევებით დადგენილია, რომ ε3 ალელი უზრუნველყოფს ლიპიდების “ნორმალურ” მეტაბოლიზმს; ε4 ალელის არსებობა კავშირშია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების LDL კონცენტრაციის ზრდასთან, ხოლო ε2 ალელი – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების LDL კონცენტრაციის დაქვეითებასთან.
კვლევების თანახმად ε4 ალელი განაპირობებს კორონარული დაავადებების რისკის ზრდას, განსაკუთრებით მამრობით ინდივიდებში. ε2 და ε4 ალელების კომბინაცია კი – პლაზმის ტრიგლიცერიდების მაღალ კონცენტრაციას.
APOE გენოტიპის ცოდნა პერსონალიზებული თერაპიული ჩარევის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. APOE გენის ε4 ალელის მატარებლებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების მეტი რისკი აქვთ.
კარდიო-ვასკულური რისკის შეფასება
პერსონალიზებული მკურნალობის დაგეგმვა
ტიპი 3 ჰიპერლიპოპროტეინემიის დიაგნოსტიკა
დემენციის მქონე პაციენტებში ალცჰეიმერის რისკის შეფასება
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ტესტის შედეგები განხილულ უნდა იქნეს პაციენტის კლინიკურ-ანამნეზურ მონაცემებთან ერთად.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია