Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

მელატონინი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მელატონინი ჰორმონია, რომელიც ჯალღუზისებრი სხეულის ანუ ეპიფიზის მიერ გამომუშავდება თავის ტვინში. ის მონაწილეობს ძილ-ღვიძილისა და ცირკადიანული რითმების რეგულირებაში. მელატონინის ყველა ფუნქცია ორგანიზმში, ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ცირკადული რითმები ფიზიკური, მენტალური და ქცევითი ცვლილებებია, რომლებსაც ადგილი აქვს 24სთ-ის განმავლობაში. ცირკადული რითმის ყველაზე გამოხატული მოვლენაა ძილისა და სიფხიზლის მონაცვლეობა. ძილ-ღვიძილის პროცესი სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობაზე ორგანიზმის პასუხია.  ეპიფიზის მიერ მელატონინის გამომუშავება აქტიურდება ღამით, ხოლო დღისით მინიმალურია.

არსებობს სინთეზირებული მელატონინიც, რომელიც  კვებითი დანამატის სახით მიეწოდება ორგანიზმს.

როგორ ზემოქმედებს მელატონინი ორგანიზმზე?

მელატონინის ზემოქმედების სრული მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მიზი ძირითადი ეფექტი ვლინდება  ცირკადულ რითმებსა და ძილ-ღვიძილის ციკლზე ზემოქმედებით.

დღის განმავლობაში, გამოყოფილი მელატონინის დონე სისხლში მინიმალურია, ხოლო ღამის საათებში პიკს აღწევს.

ითვლება, რომ კარგი ხარისხის ძილისთვის, აუცილებელია მელატონინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში. დღის სინათლის შემცირებისას, როგორც კი ეპიფიზი თვალის ბადურიდან მიიღებს სიგნალს სინათლე-სიბნელის (დღე-ღამის ციკლი) ცვლილების შესახებ, იწყებს მელატონინის გაძლიერებულ გამომუშავებას. უსინათლო ადამიანებს, რომლებიც სინატლეს ვერ აღიქვამენ, როგორც წესი დარღვეული აქვთ მელატონინის ციკულრი გამოყოფა და ცირკადული რითმები.

ბუნებრივი მელატონინის სხვა ეფექტები

მელატონინი ურთიერთქმედებს ქალის სასქესო ჰორმონებთან. კვლევების თანახმად, ის ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას. მელატონინი იცავს ნეირონებს დეგენერაციული (გადაგვარებით) მიმდინარე პროცესებისგან, როგორებიცაა ალცჰეიმერის დაავადება და პარკინსონის დაავადება. ადამიანებში, რომელთაც ქირურგიული გზით მოაცილეს ეპიფიზი, დაბერების პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

მელატონინის ნორმალური კონცენტრაცია

მელატონინის კონცენტრაციის განსაზღვრა შესაძლებელია სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში – სისხლში, შარსა და ნერწყვში, თუმცა სისხლი ძირითადი მასალაა მის გამოსაკვლევად.

ბუნებრივი მელატონინის დონე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანის სქესსა და ასაკზე. ახალშობილ ბავშვებს საკუთარი მელატონინი არ გამოუმუშავდებათ. მუცლად ყოფნისას მელატონინის საჭირო დოზას პლაცენტიდან იღებენ. ჩვილი პირველ კვირებში მელატონინს იღებს დედის რძის მეშვეობით. მელატონინის გამომუშავება დაახლოებით 2-3 თვის ასაკში იწყება.

მელატონინის კონცენტრაცია ბავშვის ორგანიზმში, ასაკის მატებასთან ერთად იმატებს და მაქსიმუმს აღწევს პუბერტულ (გარდატეხის) ასაკში. ამ პერიოდიდან დაახლოებით 20 წლამდე მელატონინის კონცენტრაცია სტაბილურად ნელი ტემპით ქვეითდება. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, მელატონინის კონცენტრაცია უფრო მაღალი რჩება მდედრებში, მამრებთან შედარებით.

მელატონინის კონცენტრაცია სტაბილურად ნარჩუნდება დაახლოებით 40 წლის ასაკამდე, რის შემდეგაც იწყებს დაქვეითებას. 90 წლის ასაკზე ხანდაზმულებში, მელატონინის კონცენტრაცია 5-ჯერ დაბალია, ვიდრე ახალგაზრდობისას.

ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის გამოყოფის შემცირება ბევრ ფაქტორთანაა კავშირში, მათ შორისაა ეპიფიზის კალციფიკაცია (გაკირვა), მხედველობის დარღვევები (მაგ: კატარაქტა) და სხვა.

მელატონინთან დაკავშირებული ორი ძირიტადი მდგომარეობა არსებობს:

  • ჰიპომელატონინემია (მელატონინის მაჩვენებლის დაქვეიტება, ნორმასთან მიმართებაში)
  • ჰიპერმელატონინემია (მელატონინის კონცენტრაციის მატება ნორმასთან შედარებით).

ორივე ვარიანტს თავისი გამომწვევი მიზეზი და შედეგები ახასიათებს.

მელატონინის დონის დაქვეითება

ჰიპომელატონინემია გავლენას ახდენს ადამიანის ცირკადული რითმის ძილის დარღვევებზე:

 

  • ძილის ფაზის დაყოვნებითი აშლილობა – ამ დროს ადამიანი იღვიძებს 2 საათით უფრო გვიან, ვიდრე ნორმალური ძილ-ღვიძლისი ციკლის დროს.
  • ძილის ფაზის მკვეთრი დარღვევა – ადამინი იძინებს საღამოს 06:00-დან 09:00-მდე პერიოდში და იღვიძებს დილით 02:00-დან 05:00-მდე პერიოდში.
  • ძილ-ღვიძილის არარეგულარული რითმი – ამ მდგომარეობისას ჩაძინების და გამოღვიძების საათები მკაფიოდ არ არის გამოხატული. ადამიანს მოკლე პერიოდულობით რამდენჯერმე ძინავს დღე-ღამის განმავლობაში.
  • არა-24-საათიანი ძილ-ღვიძილის სინდრომი –ადამიანის ძილ-ღვიძილის დროები არ არის სინქრონიზებული 24-საათზე. მუდმივად იცვლება ჩაძინების და გამოღვიძების დროები.

ძილის დარღვევის ეს ვარიაციები იწვევს ძილის ქრონიკულ ნაკლებობას, ხარისხის გაუარესებას, რაც თავის მხრივ სხვა პათოფიზიოლოგიურ პროცესებს უდებს სათავეს:

  • არტერიული ჰიპერტნზია
  • ინსულინორეზისტენტობა
  • სიმსუქნე
  • მეტაბოლური სინდრომი
  • ძუძუს და პროსტატის კიბოს რისკის მატება
  • ტიპი 2 დიაბეტის რისკის ზრდა

გამომწვევი მიზეზეზების მიხედვით ჰიპომელატონინემია (მელატონინის დონის დაქვეითება) შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული: პირველადი ჰიპომელატონინემია ვითარდება ეპიფიზის უშუალო დაზიანების შედეგად, მაგალითად ტრავმის, ან სიმსივნის დროს.

მეორეული ჰიპომელატონინემია გარემო ფაქტორების  ან/და მედიკამენტების ზემოქმედების შედეგია:

  • ცვლებში მუშაობა
  • ასაკის მატება
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებები: ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები
  • ბეტა-ბლოკერები
  • კალციუმის არხის ბლოკერები
  • აგფ ინჰიბიტორები

 

მელატონინის დონის მატება

ჰიპერმელატონინემია მელატონინის ზედმეტად მაღალი კონცენტრაციებია ღამის განმავლობაში, პიკური გამოყოფის დროს. მიზეზებიდან აღსანიშავია მელატონინის ჭარბი მიღება, დანამატის სახით. ბიოლოგიური (გამომუშავებული) მელატონინის კონცენტრაციის კრიტიკული მატება ძალიან იშვიათია.

ჰიპომელატონინემიას შესაძლებელია ახლდეს შემდეგი პათოლოგიები:

  • ჰიპოგონადიზმი – სასქესო ჰორმონების დეფიციტი (ჰიპოფიზის, ან ჰიპოთალამუსის პათოლოგიური პროცესები)
  • ნევროზული ანორექსია – კვებითი აშლილობა, კალორიების შეზღუდვა, წონაში მატების შიშით
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი – საკვერცხის მიერ ჭარბი მამრობითი ჰორმონების პროდუქციით მიმდინარე პათოლოგია
  • სპონტანური ჰიპოთერმია და ჰიპერჰიდროზი (უმიზეზოდ სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და ჭარბი ოფლიანობა)
  • რებსონ-მენდენჰოლის სინდრომი – გამოხატული ინსულინორეზისტენტობა. რასაც მოსდევს ეპიფიზის ზომაში მატება.

ჰიპერმელატონინემიის სიმპტომებია:

  • ძილიანობა დღის განმავლობაში
  • სხეულის ტემპერატურის დაქვეითება
  • თავბრუხვევა
  • კუნთური ტონუსის დაქვეითება (ჰიპოტონია)

მივიღოთ თუ არა მელატონინი დანამატის სახით?

კვლევები აჩვენებს, რომ დანამატის სახით მიღებული მელატონინი აუმჯობესებს ძილის რუტინას კონკრეტულ შემთხვევებში, მაგრამ არა ყოველთვის. დანამატის სახით მელატონინის მიღებამდე უმჯობესია სპეციალისტის კონსულტაციის გავლა და მისი მაჩვენებლის განსაზღვრა სისხლში, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები.

მიუხედავად მელატონინის როლისა, ჩაძინების პროცესზე სხვა არაერთი ფაქტორიც ახდენს გავლენას, ესენია: კოფეინი, ალკოჰოლი, კონკრეტული მედიკამენტები, გუნებ-განწყობის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, საწოლისა და საძინებელი ოტახის მახასიათებლები, ხმაურის დონე და სხვა.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მელატონინი არ წარმოადგენს “ჯადოსნურ აბს”, რომელიც ძილის ყველანაირ დარღვევას უშველის. აუცილებელია სპეციალისტის გადაწყვეტილება დანამატის სახით მელატონინის დანიშვნაზე.

 

 

 

 

 

 

ლაბორატორია  “სინევო” გთავაზობთ შემდეგი ჰორმონების განსაზღვრას:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23411-melatonin

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button