ტესტი ფიბრომაქსი (FibroMax) ღვიძლის დაზიანების შეფასების არაინვაზიური ალგორითმია, რომელიც 5 ტესტს აერთიანებს:
FibroTest
ActiTest
SteatoTest
NashTest
AshTest
აღნიშნული ტესტების ერთობლიობა უზრუნველყოფს ღვიძლის ფიბროზის ხარისხის შეფასებას ერთი კვლევის ფარგლებში, ვენური სისხლის მარტივი ნიმუშით.
ტესტი ფიბრომაქსი (FibroMax) გამოიყენება ყველა იმ პათოლოგიის დროს, რომელბიც იწვევს ღვიძლის ფიბროზს და მის შემდგომ გართულებებს:
- B ან C ვირუსული ჰეპატიტი
- ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება
- ღვიძლის უალკოჰოლო დაავადებები (NAFLDs)
- სიმსუქნისა და/ან დიაბეტის გამო
- აუტოიმუნური დაავადებები,
- ნაღვლის სადინარის ბლოკირება
- კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტები
- მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები
კვლევა წარმოადგენს ღვიძლის ბიოფსიის ალტერნატივას და მისი კლინიკური მნიშვნელობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი