Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

აუტოიმუნური ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

აუტოიმუნური ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ ანთებას იწვევს, თუმცა გამომწვევი არა ინფექციური აგენტი, ან ალკოჰოლია, არამედ აუტოაგრესიული პროცესი. დაავადება არ იკურნება, თუმცა მკურნალობით შესაძლებელია რემისიის მიღწევა.

აუტოიმუნური ჰეპატიტი ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და  ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაუზუსტებელია, თუმცა სტატისტიკურად ითვლება რომ ევროპის პოპულაციის 0.1-025% -ში გვხვდება ეს დაავადება. თანაფარდობა ქალების და მამაკაცების ავადობას შორის შეადგენს 4:1.

აუტოიმუნური ქრონიკული ანთებითი პროცესი სერიოზულად აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, რომლებიც დროთა განმავლობაში განიცდის ფიბროზულ გადაგვარებას და ვითარდება ღვიძლის  ციროზი.

დაავადების 2 ტიპი არსებობს, რომელთაც სხვადასხვა ტიპის აუტო-ანტისხეულების არსებობა ახასიატებს. სხვადასხვა ტიპის აუტოანტისხეულები, ღვიძლის სხვადასხვა ტიპის უჯრედებს აზიანებს.

 

ტიპი 1

ამ კლასის აუტოანტისხეულები ხშირია და დიაგნოსტირებული შემთხვევების 80%-ში გვხვდება. დაავადების დაწყება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუმცა 15-40 წლის ასაკის ქალებში უფრო ხშირად ვლინდება. დაავადების 1 ტიპის დროს ვითარდება გლუვი კუნთების საწინააღმდეგო ანტისხეულები (ASMA). დაავადების ამ ტიპს ასევე „ლუპოიდურ“ ჰეპატიტისაც უწოდებენ, რადგან კლინიკური ნიშნებით სისტემურ წითელ მგლურას გავს. სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია ASMA ანტისხეულების აღმოჩენა სისხლის შრატში.

 

ტიპი 2

აუტოიმუნური ჰეპატიტის ტიპი 2 უფრო იშვიათია. დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში და უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე ტიპი 1.  ამ ფორმის დროს ვლინდება ღვიძლ-თირკმლის მიკროსომული 1 ტიპის აუტოანტისხეულები (ანტი-LKM-1) და/ან ღვიძლის ციტოზოლური ცილის აუტო-ანტისხეულები (ანტი-LC1). აღნიშნული ანტისხეულები სპეციფიკურია ტიპი 2 აუტოიმუნური დაავადება  უფრო ხშირია 2-14 წლის ასაკის გოგონებში

 

მიზეზები

აუტოიმუნური დაავადებების განვიტარების ზუსტი მიზეზი უცნობია. მრავალი ფაქტორის ზემოქმედებას აქვს ადგილი. შემთხვევათა ნაწილში არსებობს გენები, რომლებიც ზრდის მიდრეკილებას აუტოიმუნური დაავადებებისადმი. თუმცა, ამ გენების არსებობისას ყველას არ უვითარდება აუტოიმუნური დაავადება და პირიქით.  გასათვალისწინებელია არაგენეტიკური – გარემო ფაქტორებიც, რომლებიც მგრძნობიარე ინდივიდებში იწვევს იმუნური პასუხის განვითარებას და ხშირად წარმოადგენს დაავადების გამშვებ მექანიზმს.

აუტოიმუნური ჰეპატიტის განვითარების მაპროვოცირებელი შესაძლოა იყოს კონკრეტული მედიკამენტები, ვირუსული ინფექციები და ასევე სხვა აუტოიმუნური დაავადების არსებობა.

ვირუსები, რომლებსაც აქვთ აუტოიმუნური რეაქციის გამოწვევის უნარი:

  • A,B,C,D,E ჰეპატიტის ვირუსები
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი (მონონუკლეოზი)
  • წითელას ვირუსი
  • ჰერპესვირუსები

მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლია აუტოიმუნური პროცესის პროვოცირება:

  • ნიტროფურანტოინი (საშარდე გზების ანტიბაქტერიული საშუალება)
  • მინოციკლინი (აკნეს სამკურნალო მედიკამენტი)
  • ატორვასტატინი (სტატინი)
  • იზონიაზიდი (ანტიბიოტიკი)

ზოგიერთ ადამიანს აუტოიმუნური ჰეპატიტი უვითარდება სხვა აუტოიმუნური დაავადების არსებობის ფონზე, როგორებიცაა:

  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტი
  • პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი

ზოგადად, მანამდე არსებული აუტოიმუნური პროცესი და ქრონიკული ანთების კერა, სხვა აუტოიმუნური დაავადების განვითარების რისკს 25-50%-ით ზრდის.

აუტოიმუნურ ჰეპატიტთან ერთად შესაძლოა სხვა აუტოაგრესიული პროცესების არსებობაც:

  • გრეივსის დაავადება
  • ცელიაკია
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი
  • ვიტილიგო

 

სიმპტომები

დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ვითარდება მოგვიანებით, ღვიძლის ფუნქციის მოშლის და გართულებების განვიტარების ფონზე.

ადრეული სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

  • მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
  • ღვიძლის გადიდება
  • მუცლის ზომაში მატება
  • საერთო სისუსტე
  • სახსრების ტკივილი
  • გამონაყარი კანზე
  • აკნე

მოგვიანებით, როდესაც ღვიძლის ფუნქციები თანდათანობით მოიშლება, სისხლში გროვდება ბილირუბინი და ღვიძლის ფერმენტები, რაც იწვევს შემდეგ გამოვლინებებს:

  • სიყვითლე
  • შარდის გამუქება
  • კანის ქავილი
  • გულისრევა
  • უმადობა

მოგვიანებით სიმპტომებს ეკუთვნის ასევე:

  • ანგიომების ქსელი კანზე
  • საყლაპავის ვენების ვარიკოზი
  • სისხლდენისადმი მიდრეკილება
  • ქალებში – ციკლის დარღვევა
  • ასციტი – სითხის დაგროვება მუცლის ღრუში
  • კიდურების შეშუპება
  • თავბრუხვევა
  • დეზორიენტაცია, ცნობიერების დარღვევები

 

 

დიაგნოსტიკა

რადგანაც დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დიაგნოსტირება ზოგჯერ დაგვიანებულად ხდება.

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები
  • ლიპიდური პროფილი
  • ანთების მარკერები
  • სეროლოგიური ტესტები
  • ჰეპატიტის ვირუსების ტესტები
  • ვიზუალიზაციური კვლვები: ულტრაბგერა, კტ, მრტ.
  • ღვიძლის ბიოფსია

 

 

მკურნალობა

აუტოაგრესიული ანტებითი პროცესის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდები და იმუნოსუპრესანტები ინიშნება, რომელთა დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.

რადგანაც სტეროიდოთერაპია და იმუნოსუპრესიული მკურნალობა აუტოიმუნური დაავადებების დროს მუდმივია, ან პერიოდული და გრძლედება მთელი ცხოვრების მანძილზე, აღნიშნული მედიკამენტები ავლენს გვერდით ეფექტებს.

სტეროიდები:ს გვერდითი ეფექტები:

  • წონის მატება
  • გუნებ-განწყობის მკვეთრი ცვლილებები (შფოთვა-დეპრესია)
  • გლაუკომა
  • ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი
  • დიაბეტი
  • არტერიული ჰიპერტენზია

 

იმუნოსუპრესორების გვერდითი ეფექტები:

  • ხშირი ინფექციები
  • გულისრევა-ღებინება
  • კანზე გამონაყარი
  • სისხლდენებისადმი მიდრეკილება
  • თირკმლის დისფუნქცია
  • პანკრეატიტი

 

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული (დაავადების განვითარების ასაკი, მიმდინარეობის სიმძიმე, ღვიძლის ფუნქციების მოშლის ხარისხი, სხვა დაავადებების და მათ შორის აუტოიმუნური დაავადებების არსებობა, აუტოანტისხეულების ტიტრი და სხვა). მკურნალობის  მიზანი დაავადების რემისიაში გადაყვანაა, რაც გულისხმობს სიმპტომების უკუგანვითარებას. როდესაც მკურნალობა არანაირ შედეგს არ იძლევა დგება ღვიძლის გადანერგვის საკითხი.

 

პროგნოზი

აუტოიმუნური ჰეპატიტი არ იკურნება, რაც იმას გულისხმობს, რომ მკურნალობის ფონზე შემცირებული ანთებითი პროცესი, შესაძლოა ადრე თუ გვიან კვლავ გააქტიურდეს. მედიკამენტების მიღება მუდმივად, ან პერიოდულად საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

აუტოიმუნური ჰეპატიტის  დიაგნოსტირების და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგისათვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button