Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება მდგომარეობაა, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედებში – ჰეპატოციტებში გროვდება ცხიმი, იწვევს უჯრედების დისფუნქციას, გადაგვარებას და კვდომას.

 

ღვიძლის გაცხიმოვნების ტიპები

  1. ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება – ყველაზე ხშირი მიზეზია სიმსუქნე და დიაბეტი. მისი ქვეტიპებია:

ღვიძლის მარტივი გაცხიმოვნება – ჰეპატოციტებში გროვდება ლიპიდები, თუმცა არ აღინიშნება უჯრედებში ანთებითი პროცესი.

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – რომლის დროსაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი ჰეპატოციტებში. მისი  გამოსავალია ღვიძლის  უჯრედების ფიბროზული გადაგვარება  და ციროზი, საბოლოოდ ღვიძლის კიბოს ჩამოყალიბებით. ეს მდგომარეობა იწვევს ღვიძლის უკმარისობას და ზოგჯერ საჭირებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას.

 

  1. ღვიძლის ალკოჰოლური გაცხიმოვნება – დაკავშირებულია ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან. დაავადების პროგრესირებას მოსდევს:
  • ღვიძლის გადიდება – სიმპტომები ზოგჯერ არ ახლავს, თუმცა ხშირია ტკივილი ან დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში
  • ალკოჰოლური ჰეპატიტი – ღვიძლში განვიტარებული ანტებითი პროცესი იწვევს ცხელებას, გულისრევა-ღებინებას, მუცლის ტკივილს, სიყვითლეს.
  • ალკოჰოლური ციროზი – ღვიძლის ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი გადაგვარება. ალკოჰოლური ჰეპატიტის სიმპტომებთან ერთად ვითარდება:
  • ასციტი – სითხის დაგროვება მუცლის ღრუში
  • ღვიძლის კარის ვენის ჰიპერტენზია
  • სისხლდენები
  • ცნობიერების და ქცევითი დარღვევები
  • ელენთის გადიდება
  • ღვიძლის უკმარისობა

ჯერ ვითარდება ღვიძლის ალკოჰოლური გაცხიმოვნება  და შემდეგ ალკოჰოლური ჰეპატიტი. დროთა განმავლობაში ის ალკოჰოლურ ციროზად გარდაიქმნება.

 

ღვიძლის გაცხიმოვნების სიმპტომები

ღვიძლის გაცხიმოვნებას (როგორც ალკოჰოლურს, ისე არაალკოჰოლურს) დასაწყისში სიმპტომები არ ახლავს. ზოგჯერ შესაძლებელია ძლიერი დაღლილობის/სისუსტის და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ტკივილის არსებობა.

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის დროს ვლინდება:

  • მუცლის ზომაში ზრდა
  • კანქვეშა კაპილარული ქსელის გაფართოება
  • მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება
  • ხელისგულების ჰიპერემია (სიწითლე)
  • კანის და სკლერების სიყვითლე
  • გულისრევა-ღებინება, წონის კლება, უმადობა
  • სისუსტე, ან ცნობიერების შეცვლა

 

ღვიძლის გაცხიმოვნების რისკ-ფაქტორები

ღვიძლის ალკოჰოლური გაცხიმოვნების განვითარების მიზეზს, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს. რისკ-ფაქტორები ხელს უწყობს დაავადების განვიტარებას:

  • სიმსუქნე
  • არასაკმარისი კვება
  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის (განსაკუთრებით C ჰეპატიტის) არსებობა
  • ხანდაზმული ასაკი

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების მქონე პაციენტების ნაწილს მხოლოდ ღვიძლის მარტივი გაცხიმოვნება აღენიშნება, ზოგს კი უვიტარდება არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი. ამის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. სტეატოჰეპატიტის განვითარების ალბათობა მაღალია თუ ადამიანს აღენიშნება:

  • ჭარბი წონა ან გაცხიმოვნება
  • ინსულინრეზისტენტობა ან/და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • ჰიპერლიპიდემია – ანუ „ცუდი“ ლიპიდების (LDL, VLDL) მარალი დონე სისხლში
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
  • ხანდაზმული ასაკი
  • ჰიპოთირეოზი
  • ჰიპოპიტუიტარიზმი (ჰიპოფიზის არასაკმარისი ფუნქციური აქტივობა)
  • არასაკმარისი კვება
  • წონის სწრაფი კლება
  • ქიმიკატების ან სხვადსხვა შხამების ზემოქმედება
  • მეტაბოლური სინდრომი (სისხლში შაქრის და ლიპიდების მაღალი დონე, არტერიული ჰიპერტენზია, მუცლის ტიპის სიმსუქნე)
  • ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტების მიღება: კორტიკოსტეროიდები, მეტოტრექსატი, სინთეტიკური ესტროგენები, ტამოქსიფენი და სხვა.

 

 

ღვიძლის გაცხიმოვნება ბავშვებში

ღვიძლის არაალკოჰოლური  გაცხიმოვნება შესაძლოა განვითარდეს ბავშვთა ასაკშიც. ის უფრო ხშირია:

  • მოზარდობის ასაკში (ვიდრე მცირეწლოვან აბვშვებში)
  • აფრიკული და აზიურ-ამერიკული წარმოშობის ბავშვებში
  • უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.

ღვიძლის გაცხიმოვნება ბავშვებში როგორც წესი არ იწვევს გართულებებს და საჭიროებს მხოლოდ მსგომარეობის პერიოდულ მონიტორინგს, სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას.

 

დიაგნოსტიკა

რადგანაც დაავადებას ზოგჯერ არ ახლავს გამოხატული სიმპტომები, ადამიანებმა ხშირად არც იცან თავისი დიაგნოზის შესახებ. დიაგნოსტიკის პროცესი კომპლექსურია და მოითხოვს  კლინიკურ-ანამნეზური და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების სეგროვებას და ინტერპრეტაციას.

 

ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკალური გასინჯვა

დაავადების დიაგნოსტიკა იწყება ანამნეზური მონაცემების შეგროვებით: ალკოჰოლის მოხმარება, მედიკამენტები – რომელსაც პაციენტი იღებს, მათი მიღების დოზირება და ხანგრძლივობა – მნიშვნელოვანი მონაცემებია დაავადების დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის.

ფიზიკალური გასინჯვით შესაძლებელია დადგინდეს: ღვიძლის ზომაში მატება, მტკივნეულობა პალპაციით, ასევე ფასდება წონა, მასის ინდექსი, კანის შეფერილობა, კანქვეშა სისხლძარღვოვანი ქსელი და სხვა.

 

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ღვიძლის ფუნქციური ტესტები გამოიყენება ღვიძლის დაზიანების გამოვლენის და მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ღვიძლის უჯრედები ფწემენტების (ენზიმების) შემცველი უჯრედებია, რომელთა დაზიანებისას, აღნიშნული ფერმენტები ხვდება სისხლის ნაკადში სადაც ხდება მათო შეფასება. როდესაც ღვიძლი დაზიანებულია, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონე ნორმალურზე ბევრად მაღალია.

ღვიძის ფიბროზის შეფასების ტესტები აფასებს ღვიძლის ფიბროზის ანუ შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლების (დანაწიბურების) ხარისხს.

ლიპიდური პროფილი – განსაზღვრავს სისხლში ქოლესტეროლების და ტრიგლიცერიდების დონეს.

გლიკირებული ჰემოგლობინი – კვლევაა რომელიც აფასებს ბოლო 3-4 თვის მანძილზე გლუკოზის დონეს სისხლში

საჭიროების შემთხვევაში ტარდება კვლევები C ჰეპატიტის, სხვა ვირუსული ჰეპატიტიების, ვილსონის დაავადების და სხვა კვლევები.

 

ვიზუალიზაცია

ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გამოსახვითი კვლევებით შესაძლებელია ღვიძლის სტრუქტურის ვიზუალიზაცია.

ელასტოგრაფია  კვლევაა რომელიც გამოავლენს ღვიძლის ელასტიურობის ხარისხს ფიბროზის დროს.

ღვიძლის ბიოფსიის ჩატარება საჭიროა ისეთი გართულებებისას როგორიცაა ღვიძლის ციროზი. ღვიძლის ქსოვილის მორფოლოგიური შესწავლა უზრუნველყოფს დაზიანების ტიპის გამოვლენას.

 

მკურნალობა

ვირუსული ჰეპატიტიების დროს იწყება ვირუსის ელიმინაციის კურსი.

მკურნალობის პროცესში აუცილებელია კვების რაციონის კორექცია და წონის კლება. ეს ხელს უწყობს ანთების და ფიბროზული დეგენერაციის ხარისხის შემცირებას ღვიძლში. სხეულის მასის 3-5%-ით კლება ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლის გაცხიმოვნებას.

ღვიძლის დაზიანების შესამცირებლად აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა.

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის დროს, რომელიც ციროზითაა გართულებული, აუცილებელი ხდება ღვიძლის გადანერგვა.

 

დამხმარე საშუალებები

ღვიძლის გაცხიმოვნების მკურნალობის პროცესში, ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკურნალობის ალტერნატიული საშუალებები:

ვიტამინი E ამცირებს ანთებით პროცესს, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა დოზა, პაციენტის ასაკი, ჭარბი წონა და სხვა. ვიტამინის ზედოზირებამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

კოფეინი – კოფეინს დადებითი ეფექტი აქვს ღვიძლის გაცხიმოვნების შემცირებაზე, თუმცა ზუსტი მექანიზმი უცნობია. ითვლება, რომ კოფეინი ააქტივებს ღვიძლის ენზიმებს, რაც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას ა ამცირებს ანთებას.

 

ღვიძლის შექცევადი გაცხიმოვნება

ღვიძლის გაცხიმოვნების პროცესი შესაძლოა შექცევადი იყოს, თუ დროულად შეწყდება  პათოგენური ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა: ალკოჰოლის მიღება, ჭარბი კალორიული კვების რეჟიმი და სხვა. ღვიძლი ერთ-ერთია ადამიანის ორგანოებს შორის, რომელსაც დაზიანებული უჯრედების განახლების და ჩანაცვლების უნარი გააჩნია. თუმცა, ამისატვის აუცილებელია მავნე ფაქტორების გამორიცხვა.

ცხოვრების წესის შეცვლა – წონის კლება, ფიზიკური აქტივობა, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი კვების რაციონი, დიაბეტის, ჰიპერქოლესტეროლემიის და სხვა დაავადებების კონტროლი – აუცილებელი ფაქტორია ღვიძლის გაცხიმოვნების შესამცირებლად.

 

გართულებები

ანთებითი პროცესის შესამცირებლად, ღვიძლის ქსოვილი იწყებს ფიბროზულ (შემაერთებელქსოვილოვან) გადაგვარებას. ციროზი წარმოადგენს ფიბროზული გადაგვარებისა და ანთებითი პროცესის საბოლოო სტადიას. ამ მდგომარეობას თან ახლავს:

  • ასციტი – სითხის დაგროვება მუცლის ღრუში
  • საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება და სისხლდენები
  • ელენთის გადიდება
  • ღვიძლის კიბო
  • ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ციროზი გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ხარისხზე.

 

ღვიძლის გაცხიმოვნების დიაგნოსტირების და მონიტორინგისათვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button