Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

D ვიტამინი – მითები და ფაქტები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ვიტამინი D სიჭარბეც და დეფიციტიც მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!

D ვიტამინის თემა ერთ-ერთი ყველზე განხილვადი  საკითხია სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის C ვიტამინის შემდეგ. მისი ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია კალციუმის შეწოვასთან, ძვლების სიმტკიცესთან და იმუნიტეტის მდგრადობასთან.

D ვიტამინის მნიშვნელობის გათვალისწინებით, არსებობს რამდენიმე მცდარი წარმოდგენა. ასეთმა დეზინფორმაციამ  შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

იცოდეთ ფაქტები და უარყავით მითები D ვიტამინის შესახებ:

 

  1. მითი: D ვიტამინის საკმარისი ოდენობის მიღება მხოლოდ მზის აბაზანებითაც შესაძლებელია

ეს ასე არ არის, რადგან გარემოს მზარდი დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდა ოზონის შრის დაზიანების გამო არასაკმარისს ხდის მზის სხივების ზემოქმედებით D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში. გარდა ამისა, მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: კანის ფერი, დღის მონაკვეთი (დასხივების), გეოგრაფიული არეალი, კანის დამცავი საშუალებების გამოყენება  და სხვა

 

ფაქტი: მზისგან დამცავი საშუალებები და შენობაში (სახლში/ოფისში) ხანგრძლივად ყოფნა ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას D ვიტამინზე, რომელის მარაგის შესავსებად გარდა ბუნებრივი წყაროებისა აუცილებელია დამატებით მიწოდება.

 

  1. მითი: თუ დაბალანსებულად იკვებები, D ვიტამინის მიღება დამატებით არ არის საჭირო

ადამიანების უმეტესობა არ იკვებება დაბალანსებულად, ან არასაკმარისად იღებს D ვიტამინით მდიდარ საკვებს.

ფაქტი: დამატებითი წყაროებით D ვიტამინის მიღება ყოველთვის მოსახერხებელია, დეფიციტის ტავიდან ასაცილებლად.

 

  1. მითი: თუ სიმპტომები არ არის, არც დეფიციტია

არასწორია! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიტამინის დეფიციტის გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, რეგულარული ჩექაფის გარეშე, შეუძლებელია დეფიციტის გამოვლენა. როდესაც სიმპტომები იჩენს თავს – დეფიციტი ძალიან ღრმაა და შესაძლოა სხვადასხვა გართულებების მიზეზიც გახდეს (ძვლის მინერალიზაციის დარღვევები, მოტეხილობები, იმუნური სტატუსის დაქვეიტება და სხვა).

ფაქტი: D ვიტამინის დეფიციტი ხშირად უსიმპტომოა.

 

  1. მითი: ყველა D ვიტამინი ერთნაირია

არასწორია! D ვიტამინის სხვადასხვა ფორმა არსებობს – D2, D3 და სხვა. მართალია მათი მიღება მთლიანობაში D ვიტამინის საერთო რაოდენობაზე აისახება, თუმცა, ყველა მათგანის თვისებები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. D3 ვიტამინის მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც დეფიციტი განპირობებულია მზეზე ყოფნის დროის შეზღუდვით. D2 ვიტამინი კი მნიშვნელოვანია საკვებისმიერი დეფიციტის დროს.

 

ფაქტი: მნიშვნელოვანია ვიტამინი D დეფიციტის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით და ასევე დეფიციტის მიზეზის დადგენა, სათანადო დანამატის მისაღებად.

 

 

  1. მითი: ცივ კლიმატში მცხოვრებ ყველა ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი აქვს

D ვიტამინის დეფიციტი უვითარდება ყველას. მზე D ვიტამინის ერთ-ერთი წყაროა, ამიტომ მზიან არეალში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლოა D3 ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდეთ, თუმცა საკვებთან ასოცირებული D2 ფორმის დეფიციტი შესაძლოა ყოველთვის განვიტარდეს, ყველანაირი კლიმატის პირობებში.

 

ფაქტი: ცივ კლიმატში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან D ვიტამინის დეფიციტისადმი, თუმცა დეფიციტი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს.

 

  1. მითი: D ვიტამინის დეფიციტი მხოლოდ ძვლებს აზიანებს

D ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ძვლოვან მეტაბოლიზმში, ისეთი დაავადებების განვითარებაში როგორიცაა ოსტეოპოროზი და რაქიტი, თუმცა მისი როლი ორგანიზმში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

 

ფაქტი: გარდა ძვლებისა D ვიტამინი უზრუნველყოფს კუნთების, იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. იმუნური სისტემა გვიცავს არამარტო ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან, არამედ მრავალი ქრონიკული და სიმსივნური პროცესების განვითარებისგანაც.

 

 

  1. მითი: ყველა ადამიანს D ვიტამინის ერთნაირი დოზა ესაჭიროება

D ვიტამინის საშუალო დღიური დოზა მოზრდილებისთვის 400-800 სე შეადგენს, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა განისაზღვრება დეფიციტის ხარისხით, მიზეზით, გეოგრაფიული არეალით, კლინიკური გამოვლინებებით და სხვა.

 

ფაქტი: D ვიტამინის საჭიროება მრავალი ფაქტორითაა განსაზღვრული. განსხვავებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური დოზები.

 

  1. მითი: D ვიტამინის ნებისმიერი დოზის მირება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა

ზედმეტიც საშიშია! მნიშვნელოვანია დეფიციტის ზუსტი მაჩვენებლის და შესაბამისად დოზის სწორი განსაზღვრა

 

ფაქტი: D ვიტამინის სიჭარბეს ტოქსიკური ეფექტი აქვს და ვლინდება: მადის დაქვეიტებით, გულისრევა-ღებინებით, შეკრულობით, გაუწყლოების სიმპტომებით, კუნთების სისუსტითა და ზოგჯერ ცნობიერების ცვლილებებით.

 

როგორ შევინარჩუნოთ D ვიტამინის ნორმალური მაჩვენებელი ორგანიზმში?

 

  • გაატარეთ საკმარისი დრო მზეზე. არ დაგავიწყდეთ სწორი დროისა და მზის დამცავი კრემის შერჩევაც
  • იკვებეთ D ვიტამინით მდიდარი საკვებით.
  • სწორად შეარჩიეთ D ვიტამინის ის ფორმა, რომელიც გესაჭიროებათ – დეფიციტის მიზეზებიდან გამომდინარე.
  • აკონტროლეთ წონა. D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ის დეპონირდება ცხიმოვან ქსოვილში. ადამიანებს ჭარბი წონით ან სიმსუქნით, D ვიტამინის დეფიციტის განვითარების უფრო მეტი რისკი აქვთ .
  • აკონტროლეთ სხვა პათოლოგიებიც – ღვიძლის დაზიანება, ცისტური ფიბროზი და მრავალი სხვა, აქვეითებს D ვიტამინის ათვისებას.
  • ჩაიტარეთ რეგულარული ჩექაფი – როგორც ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმებისთვის, ისე D ვიტამინის დეფიციტის გამოსავლენად

 

რევმატოიდული ართრიტი 

D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button