Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

საკვერცხის სიმსივნის მარკერები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სიმსივნური მარკერები ანუ ბიომარკერები სუბსტანციებია, რომლებიც სინთეზდება  სიმსივნის უჯრედების, ან სიმსივნური პროცესის საპასუხოდ ორგანიზმის მიერ. ამიტომ მათი განსაზღვრა  სიმსივნის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება.

საკვერცხის სიმსივნის მარკერების მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა საკვერცხის სიმსივნეზე მიუთითებდეს, თუმცა იზოლირებულად სიმსივნის მარკერების განსაზღვრა არ არის საკმარისი დიაგნოზის გამოსატანად. მთელი რიგი არასიმსივნური მდგომარეობებისას შესაზლოა მარკერები იყოს მომატებული. გარდა ამისა, საკვერცხის სიმსივნის მქონე პაციენტთა  ნაწილს, მარკერები ნორმაში აქვს.

 

სიმსივნური მარკერები გამოიყენება ისეთი მდგომარეობების როგორებიცაა:

სიმსივნის დიაგნოსტირება

დიაგნოსტირებოს შემდგომი გამოსავალი

მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა

მკურნალობის ეფექტურობის შეფასება

რეციდივის რისკის შეფასება

 

საკვერცხის სიმსივნეების წარმოქმნა დაკავშირებულია უჯრედების უკონტროლო ზრდასთან. სიმსივნური უჯრედები წარმოქმნის ცილებს რომლებიც სპეციფიკურია სიმსივნური პროცესებისთვის და მათ სიმსივნურ მარკერებად იყენებენ დაავადების მიმდინარეობის, რეციდივის ან პროგრესირების ხარისხის შესაფასებლად.

მიჩნეულია, რომ სიმსივნური მარკერები შესაძლოა მომატებული იყოს ჯანმრთელი ადამიანებშიც, სიმსივნის არარსებობისას, ამიტომ სიმსივნური მარკერების განსაზღრა სიმსივნის სასკრინინგოდ არ გამოიყენება.

 

საკვერცხის სიმსივნის დიაგნოსტირებაში გამოიყენება შემდეგი მარკერები: CEA- კარცინოემბრიონული ანტიგენი, CA-125 კარბოჰიდრატული ანტიგენი, HE4 ადამიანის ეპიდიდიმური ცილა4, ალფა-ფეტოპროტეინი, ინჰიბინი A და B.

 

 

 

CA-125 

საკვერცხის კიბოს პირველი რიგის მარკერია. მისი მომატება აღინიშნება არამარტო საკვერცხის, სხვა სიმსივნეების დროს. აქტიურად გამოიყენება  ქიმიოთერაპიის შემდგომ, მკურნალობის ეფექტის და რეციდივის ალბათობის შეფასებისთვის.

CA 125 

 

HE4

ადამიანის ეპიდიდიმური ცილა 4 – საკვერცხის ეპითელური სიმსივნეებისთვის დამახასიათებელი მარკერია. აღნიშნული მარკერი კავშირშია ენდომეტრიოზთან და ლინჩის სინდრომთან (მემკვიდრული არაპოლიპოზური კოლორექტალური სიმსივნე).

HE 4 

 

გერმინაციული უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნეების მარკერები

ზოგიერთი სიმსივნე ვითარდება გერმინაციული უჯრედებიდან – სპერმატოზოიდიდან და კვერცხუჯრედიდან.  სიმსივნის ამ ტიპის დროს სიმსივნურ მარკერებად იჩნეულია:

ქორიონული გონადოტროპინი  გაგე მეტი 

 

ალფა-ფეტოპროტეინი გაიგე მეტი 

 

ლაქტატდეჰიდროგენაზა გაიგე მეტი 

 

 

CA 19-9

ასევე სიმსივნის მარკერია. მისი მაჩვენებლის მომატება ახასიათებს საკვერცხის ნათელუჯრედულ სიმსივნეს, ტერატომებს და მეორად მალიგნიზაციურ პროცესებს. ის ასევე აღმოჩენილია საკვერცხის მუცინოზური სიმსივნის მქონე პაციენტებშიც. მუცინომა იშვიათი სიმსივნეა. CA 19-9 ასევე აღმოჩენილია პანკრეასის სიმსივნეების დროსაც.

 

ინჰიბინი A და B

რეპროდუქციული სისტემის ჰორმონებია, რომლებიც მონაწილეობს ოოციტების (კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედი) განვიტარებაში.  ქალებში ინჰიბინებს წარმოქმნის ძირითადად საკვერცხის  გრანულოზური უჯრედები. ორსულობისას – პლაცენტა. საკვერცხის სხვადასხვა ფაზაში მათი ოდენობები განსხვავებულია. ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში ინჰიბინ A-ს დონე დაბალია, ოვულაციისას იმატებს და მაქსიმუმს შუალუთეინურ ფაზაში აღწევს. ინჰიბინ B, პირიქით, მაღალია მაჩვენებელი ფოლიკულურ ფაზაში და შემდეგ კლებულობს.

ინჰიბინ A 

 

ინჰიბინ B 

 

CEA კარცინოემბრიონული ანტიგენი

სისხლის სპეციფიური პროტეინია. დაბადებისას მისი კონცენტრაცია მაღალია და ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს. მისი მაჩვენებლების მომატება როგორც წესი სიმსივნესთანაა ასოცირებული.

CEA 

 

შედეგების ინტერპრეტაცია

როგორც აღვნიშნეთ, სიმსივნის მარკერების განსაზღვრა მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია, თუმცა მარკერების დონის მატება ყოველთვის სიმსივნეს არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ, სიმსივნური მარკერები არ გამოდგება სიმსივნის სასკრინინგოდ. სხვადასხვა სიმსივნეების ან სიმსივნეზე ეჭვის დროს საჭირო ხდება არაერთი მარკერის კვლევა, ინსტრუმენტულ-ვიზუალიზაციურ მეთოდებთან ერთად, როგორებიცაა მენჯის:

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა

კომპიუტერული ტომოგრაფია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

რენტგენოგრაფია

 

ბიოფსია – სიმსივნის კონკრეტული ტიპის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი პროცეურაა.

 

 

 

 

საკვერცხის სიმსივნეები

იმის მიხედვით, საკვერცხის რომელი ქსოვილიდანაა განვიტარებული, საკვერცხის სიმსივნეების რამდენიმე ტიპს გამოყოფენ:

ეპითელური სიმსივნეები – ეპითელური, გარეთა მფარავი გარსის ქსოვილისგან წარმოქმნილი. ყველაზე ხშირია ახალგაზრდებში, საკვერცხის სიმსივნით. საკვერცხის სიმსივნეების 85-90% ეპითელურია.

სტრომის უჯრედებისგან  წარმოქმნილი სიმსივნეები – საკვერცხის სიმსივნეების 1%-ს შეადგენს. სტრომა წარმოადგენს საკვერცხის სტრუქტურის უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებს ესტროგენს და პროგესტერონს.

გერმინაციული უჯრედების სიმსივნეები – კვერცხუჯრედის წარმომქმნელი უჯრედების სიმსივნეა. საკვერცხის სიმსივნეებს შორის 2% უკავია.

 

 

სიმპტომები

შებერილობა

სისავსის შეგრძნება მუცელში

შარდის ბუშტის აქტივობის ცვლილებები

გულისრევის შეგრძნება

წონის კლება

სისუსტე

ტკივილი ზურგში

ტკივილი მენჯში

როდის მივმართოთ ექიმს?

ზემოაღნიშნული სიმპტომების არსებობისას დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს და დაგეგმოთ კვლევები

 

 

 

სინევო“ გთავაზობთ საკვერცხის სიმსივნის მარკერების  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

 

 

წყარო:

https://www.oncolink.org/cancers/gynecologic/ovarian-cancer/tumor-markers-for-ovarian-cancer

 

https://www.medicalnewstoday.com/articles/ovarian-cancer-tumor-marker#uses

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button