აპრილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ცნობადობის ამაღლების თვეა!
თუ სექსუალურად აქტიური ხართ, ან გეგმავთ სექსუალურად აქტიური გახდეთ, მნიშვნელოვანია – „საუბარი, ტესტირება, მკურნალობა“ – თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ამ სამ მცირე მოქმედებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე!
დაიტესტეთ! ეს არის ერთადერთი გზა, რომ დანამდვილებით გაიგოთ, გაქვთ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. ბევრი სგგდ არ იწვევს რაიმე სიმპტომს, ასე რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ დაავადება და არ იცოდეთ მის შესახებ. თუ თქვენ სექსუალურად აქტიური ხართ, ტესტირება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი (შარდი & ნაცხი)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი
ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!