ვიტამინი D სიჭარბეც და დეფიციტიც მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!
D ვიტამინის თემა ერთ-ერთი ყველზე განხილვადი საკითხია სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში. ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის C ვიტამინის შემდეგ. მისი ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია კალციუმის შეწოვასთან, ძვლების სიმტკიცესთან და იმუნიტეტის მდგრადობასთან.
სარჩევი
D ვიტამინის მნიშვნელობის გათვალისწინებით, არსებობს რამდენიმე მცდარი წარმოდგენა. ასეთმა დეზინფორმაციამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.
იცოდეთ ფაქტები და უარყავით მითები D ვიტამინის შესახებ:
- მითი: D ვიტამინის საკმარისი ოდენობის მიღება მხოლოდ მზის აბაზანებითაც შესაძლებელია
ეს ასე არ არის, რადგან გარემოს მზარდი დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდა ოზონის შრის დაზიანების გამო არასაკმარისს ხდის მზის სხივების ზემოქმედებით D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში. გარდა ამისა, მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: კანის ფერი, დღის მონაკვეთი (დასხივების), გეოგრაფიული არეალი, კანის დამცავი საშუალებების გამოყენება და სხვა
ფაქტი: მზისგან დამცავი საშუალებები და შენობაში (სახლში/ოფისში) ხანგრძლივად ყოფნა ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას D ვიტამინზე, რომელის მარაგის შესავსებად გარდა ბუნებრივი წყაროებისა აუცილებელია დამატებით მიწოდება.
- მითი: თუ დაბალანსებულად იკვებები, D ვიტამინის მიღება დამატებით არ არის საჭირო
ადამიანების უმეტესობა არ იკვებება დაბალანსებულად, ან არასაკმარისად იღებს D ვიტამინით მდიდარ საკვებს.
ფაქტი: დამატებითი წყაროებით D ვიტამინის მიღება ყოველთვის მოსახერხებელია, დეფიციტის ტავიდან ასაცილებლად.
- მითი: თუ სიმპტომები არ არის, არც დეფიციტია
არასწორია! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიტამინის დეფიციტის გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, რეგულარული ჩექაფის გარეშე, შეუძლებელია დეფიციტის გამოვლენა. როდესაც სიმპტომები იჩენს თავს – დეფიციტი ძალიან ღრმაა და შესაძლოა სხვადასხვა გართულებების მიზეზიც გახდეს (ძვლის მინერალიზაციის დარღვევები, მოტეხილობები, იმუნური სტატუსის დაქვეიტება და სხვა).
ფაქტი: D ვიტამინის დეფიციტი ხშირად უსიმპტომოა.
- მითი: ყველა D ვიტამინი ერთნაირია
არასწორია! D ვიტამინის სხვადასხვა ფორმა არსებობს – D2, D3 და სხვა. მართალია მათი მიღება მთლიანობაში D ვიტამინის საერთო რაოდენობაზე აისახება, თუმცა, ყველა მათგანის თვისებები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. D3 ვიტამინის მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც დეფიციტი განპირობებულია მზეზე ყოფნის დროის შეზღუდვით. D2 ვიტამინი კი მნიშვნელოვანია საკვებისმიერი დეფიციტის დროს.
ფაქტი: მნიშვნელოვანია ვიტამინი D დეფიციტის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით და ასევე დეფიციტის მიზეზის დადგენა, სათანადო დანამატის მისაღებად.
- მითი: ცივ კლიმატში მცხოვრებ ყველა ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი აქვს
D ვიტამინის დეფიციტი უვითარდება ყველას. მზე D ვიტამინის ერთ-ერთი წყაროა, ამიტომ მზიან არეალში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლოა D3 ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდეთ, თუმცა საკვებთან ასოცირებული D2 ფორმის დეფიციტი შესაძლოა ყოველთვის განვიტარდეს, ყველანაირი კლიმატის პირობებში.
ფაქტი: ცივ კლიმატში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან D ვიტამინის დეფიციტისადმი, თუმცა დეფიციტი შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს.
- მითი: D ვიტამინის დეფიციტი მხოლოდ ძვლებს აზიანებს
D ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ძვლოვან მეტაბოლიზმში, ისეთი დაავადებების განვითარებაში როგორიცაა ოსტეოპოროზი და რაქიტი, თუმცა მისი როლი ორგანიზმში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ფაქტი: გარდა ძვლებისა D ვიტამინი უზრუნველყოფს კუნთების, იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. იმუნური სისტემა გვიცავს არამარტო ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან, არამედ მრავალი ქრონიკული და სიმსივნური პროცესების განვითარებისგანაც.
- მითი: ყველა ადამიანს D ვიტამინის ერთნაირი დოზა ესაჭიროება
D ვიტამინის საშუალო დღიური დოზა მოზრდილებისთვის 400-800 სე შეადგენს, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა განისაზღვრება დეფიციტის ხარისხით, მიზეზით, გეოგრაფიული არეალით, კლინიკური გამოვლინებებით და სხვა.
ფაქტი: D ვიტამინის საჭიროება მრავალი ფაქტორითაა განსაზღვრული. განსხვავებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური დოზები.
- მითი: D ვიტამინის ნებისმიერი დოზის მირება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა
ზედმეტიც საშიშია! მნიშვნელოვანია დეფიციტის ზუსტი მაჩვენებლის და შესაბამისად დოზის სწორი განსაზღვრა
ფაქტი: D ვიტამინის სიჭარბეს ტოქსიკური ეფექტი აქვს და ვლინდება: მადის დაქვეიტებით, გულისრევა-ღებინებით, შეკრულობით, გაუწყლოების სიმპტომებით, კუნთების სისუსტითა და ზოგჯერ ცნობიერების ცვლილებებით.
როგორ შევინარჩუნოთ D ვიტამინის ნორმალური მაჩვენებელი ორგანიზმში?
- გაატარეთ საკმარისი დრო მზეზე. არ დაგავიწყდეთ სწორი დროისა და მზის დამცავი კრემის შერჩევაც
- იკვებეთ D ვიტამინით მდიდარი საკვებით.
- სწორად შეარჩიეთ D ვიტამინის ის ფორმა, რომელიც გესაჭიროებათ – დეფიციტის მიზეზებიდან გამომდინარე.
- აკონტროლეთ წონა. D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ის დეპონირდება ცხიმოვან ქსოვილში. ადამიანებს ჭარბი წონით ან სიმსუქნით, D ვიტამინის დეფიციტის განვითარების უფრო მეტი რისკი აქვთ .
- აკონტროლეთ სხვა პათოლოგიებიც – ღვიძლის დაზიანება, ცისტური ფიბროზი და მრავალი სხვა, აქვეითებს D ვიტამინის ათვისებას.
- ჩაიტარეთ რეგულარული ჩექაფი – როგორც ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმებისთვის, ისე D ვიტამინის დეფიციტის გამოსავლენად
D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.eular.org/world-arthritis-day-general-information