Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ვაკანსია : ლაბორატორიის კოორდინატორი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი „ სინევო საქართველო” აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში

 

ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქუჩა N9

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

  • კლინიკური ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა.
  • ლაბორატორიაში რეგულარული კლინიკური გამოკვლევების შემოწმება, კალიბრაცია და ა.შ.
  • ახალი ყოველდღიური ნიმუშების მიმღების კონტროლი კურიერის საშუალებით და კლინიკური ტესტების ვალიდირება პროგრამულად.
  • კლინიკური ლაბორატორიის პერსონალის მომზადება, დახმარება, ზედამხედველობა და მართვა.
  • ლაბორატორიის პერსონალის სამუშაო განრიგის მომზადება.
  • სამედიცინო დირექტორთან, ლაბორატორიის პერსონალთან და ფილიალების თანამშრომლებთან კომუნიკაცია.
  • საწყობისა და ლოჯისტიკის ჯგუფთან მუშაობა.
  • საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ პაციენტებთან კომუნიკაცია.
  • ლაბორატორიაში არსებული ყველა აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. ყოველდღიური კონტროლისა და კალიბრაციის შესრულება.
  • ანალიზატორების ტექნიკური პრობლემების გადაჭრა,ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ტესტის პროცედურების შესრულების სიზუსტის კონტორილი.
  • გარე და შიდა ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ლაბორატორიის ექიმის სერტიფიკატი
  • რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ–ჩვევების მაღალი დონე
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
  • შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 48 საათი.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV  ქართულ და ინგლისურ  ენაზე,  2022 წლის  1 იანვრამდე  მეილზე: vacancy@synevo.ge  .

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

„სინევო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
“სინევოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “სინევოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Call Now Button