ურეაპლაზმა წარმოადგენს ბაქტერიების ჯგუფს, რომელიც ბინადრობს სასუნთქ გზებში და უროგენიტალურ ტრაქტში (საშარდე და რეპროდუქციული ტრაქტი). ურეაპლაზმას ჯგუფის ბაქტერიები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე პატარა ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც იმდენად პატარები არიან, რომ მიკროსკოპში არ ჩანან.
სარჩევი
ზოგჯერ ჩვეულებრივ უვნებელი ბაქტერიები ჭარბად მრავლდებიან და იწვევენ ჯანმრთელი ქსოვილების ანთებას. ეს ქმნის ბაქტერიების კოლონიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში.
ურეაპლაზმის სახეობები დაკავშირებულია სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან, მათ შორის ბაქტერიულ ვაგინოზთან და ორსულობის გართულებებთან.
ურეაპლაზმას გადაცემის გზები
ურეაპლაზმა ჩვეულებრივ გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით. ის ძალიან ხშირია სექსუალურად აქტიურ მოზრდილებში, იშვიათია ბავშვებსა და სქესობრივად არააქტიურ მოზრდილებში.
ურეაპლაზმა ორგანიზმში ხვდება საშოს ან ურეთრის გზით, ის ასევე შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილს.
ინფექცია ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე თვეში.
დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს (აივ-დადებითი ადამიანები და ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია) ურეაპლაზმით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ.
სიმპტომები
ურეაპლაზმური ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები. ურეაპლაზმური ინფექცია არის ურეთრიტის შესაძლო მიზეზი. ურეთრიტის შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში:
- ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს
- გენიტალური გამონადენი
ურეაპლაზმა ასევე არის ბაქტერიული ვაგინოზის შესაძლო მიზეზი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- წყლიანი ვაგინალური გამონადენი და
- უსიამოვნო ვაგინალური სუნი
ურეაპლაზმამ შეიძლება ასევე გაზარდოს ისეთი მდგომარეობების განვითარების რისკი, როგორიცაა:
- თირკმლის ქვები
- ნაადრევი მშობიარობა
- რესპირატორული დაავადებები ახალშობილებში
ურეაპლაზმა და ორსულობა
ორსულობის დროს ურეაპლაზმამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
- ნაყოფის გარსის ნაადრევი რღვევა
- ნაადრევი მშობიარობა
- ინტრაამნიონური ინფექცია
- ქორიოამნიონიტი
- მცირე წონა დაბადებისას და სხვ.
ურეაპლაზმა ასევე დაკავშირებულია მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტის გაზრდილ რისკთან.
დიაგნოსტიკა
ურეაპლაზმაზე ტესტირება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა კლასიკური სიმპტომი და ყველა სხვა შესაძლო პრობლემა გამორიცხულია.
დიაგნოზის დასადგენად ჩვეულებრივ ტარდება შემდეგი ლაბორატორიული ტესტები:
- საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა
- შარდის ნიმუშის გამოკვლევა
- ენდომეტრიუმის ნაცხი და/ან ბიოფსია
მკურნალობა
მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიის კურსს.
პრევენცია
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) თავიდან აცილების ერთადერთი სანდო გზა არის საეჭვო ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება.
თუ სქესობრივად აქტიური ხართ, შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი რამ, რათა შეამციროთ ინფიცირების შანსი:
- იყავით გრძელვადიან ორმხრივ მონოგამიურ ურთიერთობაში პარტნიორთან, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტირება და აქვს უარყოფითი სგგდ ტესტის შედეგები;
- გამოიყენეთ ლატექსის პრეზერვატივი სწორად ყოველ ჯერზე სქესობრივი კონტაქტის დროს. ამან შეიძლება შეამციროს ტრიქომონიაზით ინფიცირების შანსები.
- ისაუბრეთ სგგდ-ის პოტენციურ რისკზე ახალ პარტნიორთან სქესობრივ კონტაქტამდე. ამ გზით თქვენ შეძლებთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას იმ რისკის შესახებ, რომელსაც იღებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში.
ბევრ ადამიანს აქვს ურეაპლაზმა, როგორც მათი მიკრობიომის ნაწილი. ურეაპლაზმის არსებობა არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, თუ ორსულად არ ხართ.
თუ ეჭვობთ ურეაპლაზმაზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !
რესურსები
https://www.healthline.com/health/ureaplasma#outlook