ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები

 

  1. პრეამბულა
    • წინამდებარე ვებ-გვერდი წარმოადგენს შპს „სინევო საქართველო“-ს (ს/ნ 204525736) საკუთრებას და იგი თავად არეგულირებს საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს, ხოლო წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „სინევო საქართველო“-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას.   
    • ტერმინებში „კომპანია“ და „ჩვენ“ იგულისხმება შპს „სინევო საქართველო“ (და ასევე მისი ჯგუფის წევრი მონათესავე, შვილობილი, აფილირებული კომპანიები), ხოლო ტერმინებში „თქვენ”, „მომხმარებელი”, „კლიენტი“ იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს წინამდებარე ვებგვერდს.
    • ვებ-გვერდზე სტუმრობით, რეგისტრაციით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის/მომსახურების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები/განახლებული ინფორმაცია დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
    • ვებ-გვერდზე შემოთავაზებული მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მომსახურების გამწევ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია განთავსებულია საიტზე.

 

  1. ვებგვერდით სარგებლობა
    • წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობა ძირითადად გულისხმობს თქვენი, როგორც მომხმარებლის შესაძლებლობას, ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ანალიზი და გადახდის ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე, უკვე ადგილზე, კომპანიის სერვის-ცენტრებში მიიღოთ აღნიშნული მომსახურება. კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
    • თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ ვებ-გვერდის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

 

  1. ბმულები

3.1. თუ ვებ-გვერდზე მოცემულია ბმული, რომელიც გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ საიტზე (მაგალითად ანგარიშსწორების შემთხვევაში გადამისამართება), ამ შემთხვევაში იმ საიტის მოხმარების პირობები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ/მოქმედ წესებს.

 

  1. ინფორმაციის მოწოდება
    • ვებ-გვერდზე სტუმრობითა და მისი გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
    • იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან მოწოდებული იქნება მცდარი ან/და არაზუსტი ინფორმაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემზე/დასმულ შეკითხვაზე, კომპანია თავისუფლდება აღნიშნულით გამოწვეულ შედგებზე პასუხისმგებლობისგან. კომპანია არ გთხოვთ კონკრეტულად მითითებულის გარდა დამატებით ინფორმაციას. შესაბამისად, გთხოვთ, მკაფიოდ მოგვაწოდოთ მხოლოდ ის მონაცემი რაზეც უშუალოდ იქნება მითითება/მოთხოვნა ვებ-გვერდზე.

 

 

 

 

  1. ინტელექტუალური საკუთრება
    • ვებ-გვერდზე განთავსებული კონტენტი, მათ შორის ლოგო, სავაჭრო ნიშან(ებ)ი, წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების, ლოგოების და სხვა ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ რეპროდუქცირება, გამოქვეყნება, გავრცელება, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია შესაბამისი წინასწარი ნებართვის და უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

 

  1. პერსონალური ინფორმაცია
    • კომპანია მკაცრად იცავს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ვებგვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების/აქციების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება. ამ პირობის შესაბამისად, წესებზე და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა).
    • თუ თქვენ მოგვაწოდებთ რაიმე ინფორმაციას სხვა პირის შესახებ, თქვენ უნდა გქონდეთ იმ პირის შესაბამისი თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარებაზე.
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

  1. კონფიდენციალურობა
    • ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი მხარის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
    • ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ მისი იმ თანამშრომლებისთვის, შვილობილი კომპანიებისთვის ან სხვა აფილირებული პირებისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია მისი ცოდნა, შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.
    • კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება კლიენტის წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მოწოდების დროს მესამე პირების მხრიდან კლიენტის მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.
    • კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის უსაფრთხოებას.
    • ვებ-გვერდზე მომხმარებლის სტუმრობისას დატოვებული ტექნიკური მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპანიის მიერ საიტის და შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესების მიზნით, ან სტატისტიკის საწარმოებლად.
    • კომპანიის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ელექტრონულ არხებში ან/და ინტერნეტ სივრცეში გამჟღავნებული ნებისმიერი მონაცემისა (მათ შორის, და არამარტო, მზა ჩანაწერები ე.წ. cookies და სხვა) და მონაცემთა სუბიექტისა ან/და მას მიერ მითითებული მესამე პირ(ებ)ის აღნიშნულ არხებში აქტივობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება.
    • კომპანიის მიერ ელექტრონულ არხებში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ვებ-ბრაუზერი, კომპანიის ვებ-გვერდი, კომპანიის მობილური აპლიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან/და მონაცემთა გადაცემისა და მიღების სხვა ტექნიკური საშუალებები და არხები) მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიცავს მონაცემთა სუბიექტის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონულ არხით სარგებლობისას მონაცემთა სუბიექტის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევანის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.
  • კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც:
    • კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისთვის ინფორმაციის გამცემი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
    • არის, ან გახდება მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან მათგან დამოუკიდებლად.
    • რომლის გამჟღავნებაც მოხდება მოხდება კომპანიის ან მომხმარებლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლო წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
    • რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან.

 

  1. ცვლილებები და დამატებები
    • კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე წესებსა და პირობებში ვებ-გვერდის გამოყენების თაობაზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი და ასევე მომსახურების მიღების პირობები ან ტარიფები. კომპანია არ არის ვალდებული გაცნობოთ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, ამიტომ გთხოვთ, კონკრეტული მომსახურების შეძენამდე კარგად გაეცნოთ შესაბამის პირობებს.

 

  1. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
    • კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე (ზარალზე), რაც არ არის გამოწვეული კომპანიის უშუალო ბრალეული ქმედებით და ასევე, სხვადასხვა კომპიუტერული ვირუსების ზემოქმედებით. აღნიშნული ვირუსების გათვალისწინებით, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს გარანტიები ვებ-გვერდთან უწყვეტ და უსაფრთხო წვდომასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ აირიდოთ მსგავსი რისკები, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები.
    • კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული ფუნქციები არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი და ასევე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

 

  1. მოქმედი კანონმდებლობა და დავები
    • მიუხედავად თქვენი საცხოვრებელი ადგილისა, ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ყველა იმ საკითხის დასარეგულირებლად, რასაც არ მოიცავს წინამდებარე წესები და პირობები, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები ან/და კომპანიასა და მომხმარებელს შორის დამატებით შეთანხმებული პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • კომპანიასთან არსებული ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. დავის მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა შესაბამისი იურისდიქციის მქონე საქართველოს სასამართლოს.

 

  1. საკონტაქტო ინფორმაცია
    • წინამდებარე წესებსა და პირობებთან და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, ან ელ-ფოსტაზე: info@synevo.ge , ან დაგვიკავშირდეთ: (+995 32 39 38 33).

 

 

 

Scroll Up