Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორია „სინევოს“ და ა(ა)იპ „მირაბალდების“ ერთობლივი სოციალური პროექტი.

ქალაქ გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში, ა(ა)იპ „მირაბალდები“ სოციალური აქტივობისა და ადამიანური სიკეთის ხარჯზე აკეთებს სამკითხველო სივრცეს, რომელიც საგანმანათლებლო სივრცესა და დასასვენებელ, განტვირთვის ადგილს მოიცავს.
ბიბლიოთეკის სრულყოფისთვის საჭიროა წიგნები და ოთახის მცენარეები.
ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად ჩავერთოთ ამ პროექტში და ერთობლივი ძალისხმევით წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. 🦋
ნებისმიერ ადამიანს, პაციენტს, რიგით მსურველს, შეუძლია სინევოს ნებისმიერ ფილიალში მოიტანოს წიგნი ან ოთახის მცენარე. ვფიქრობთ , სასიამოვნო იქნება , თუ წიგნებში ჩაწერთ თქვენს სურვილებს ბენეფიციარებისთვის.

👉ჩვენი ფილიალებია

 

შეგროვილი ნივთები გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში შექმნილ ბიბლიოთეკას დაამშვენებს.
შეიტანეთ თქვენი წვლილი გულისხმიერ საქმეში.
არა ძალადობას !
სინევო სიკეთისთვის, თქვენთან ერთად!
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე.
ცხელი ხაზი: 032 2 800 111
www.synevo.ge
info@synevo.ge
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!
“სინევო” -ზუსტი,დროული,ხელმისაწვდომი
Call Now Button