Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები | ისაუბრე !

აპრილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ცნობადობის ამაღლების თვეა!

თუ სექსუალურად აქტიური ხართ, ან გეგმავთ სექსუალურად აქტიური გახდეთ, მნიშვნელოვანია – „საუბარი, ტესტირება, მკურნალობა“ თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ამ სამ მცირე მოქმედებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

საუბარი მნიშვნელოვანია – ესაუბრეთ თქვენს პარტნიორ(ებ)ს და შესაბამისი პროფილის ექიმს სექსუალური ჯანმრთელობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ღიად და გულწრფელად.

ესაუბრეთ თქვენს პარტნიორ(ებ)ს! შეეცადეთ, რომ თქვენი დისკუსია მოიცავდეს უსაფრთხო სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს:

  • ისაუბრეთ იმაზე, თუ როდის გაიკეთეთ ბოლოს ტესტი სგგდ-ზე და შესთავაზეთ ერთად ტესტირება;
  • თუ გაქვთ სგგდ (როგორიცაა ჰერპესი ან აივ), აუცილებლად უთხარით ამის შესახებ პარტნიორს;
  • შეთანხმდით, რომ მხოლოდ ერთმანეთთან გექნებათ ურთიერთობა;
  • სწორად გამოიყენეთ ბარიერული საშუალებები ნებისმიერი სქესობრივი კონტაქტის დროს.

ესაუბრეთ შესაბამისი პროფილის ექიმს! თქვენი სექსუალური ცხოვრების შესახებ. ეს დაეხმარება  მას მოგცეთ  სწორი  რჩევა იმის შესახებ, თუ რომელი სგგდ ტესტი უნდა ჩაიტაროთ და რა სიხშირით

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს სტატიაშისქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

 

ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილურ კვლევებს:

ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე
ცხელი ხაზი: 032 2 800 111 (დარეკეთ 24/7)
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით 09:00 სთ-დან – 23:00 სთ-მდე

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!

 

 

 

Call Now Button