Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

რესპირატორული სინციტიური ვირუსი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) სასუნთქი გზების ინფექციურ პროცესს იწვევს. ის ფართოდ გავრცელებული ვირუსია და ავადდებიან როგორც ბავშვები (2 წლამდე), ისე ზრდასრულები და ხანდაზმულები.

დაავადება ბანალური „გაციების“ სიმპტომებით მიმდინარებს, თუმცა ზოგჯერ უფრო მძიმე ფორმასაც იღებს, განსაკუთრებით 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ნაადრევ ახალშობილებში, ხანდაზმულებში, გულ-ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტებში და გამოხატული იმუნოდეფიციტის პირობებში.

 

გამომწვევი

რესპირატორული სინციტიური ვირუსი გარემოში ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება დაავადებულის ხველების და ცემინების დროს და  ორგანიზმში ხვდება თვალის, ცხვირის ან პირის ღრუს მეშვეობით. ვირუსი ასევე გადაეცემა პირდაპირი კონტაქტური გზით – კოცნის ან ხელის ჩამორთმევის დროს.

მყარ ზედაპირებზე, სათამაშოებზე ვირუსი ცოცხლობს რამდენიმე საათი. დაინფიცირება ხდება ვირუესბით დაბინძურებული ხელების თვალთან, ცხვირთან და პირის ღრუსთან კონტაქტის შედეგად.

ინფიცირებული კონტაგიოზურია (ინფექციას ავრცელებს) დაავადებიდან საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში.  ბავშვებში და იმუნოკომპრემეტირებულ პირებში, ინფექციის გავრცელება შესაძლებელია სიმპტომების ჩამთავრებიდან 2-3 კვირის განმავლობაშიც კი.

 

სიმპტომები

რესპირატორული სინციტიური ვირუსული ინფექციის სიმპტომები დიდად არ განსხვავდება  გაციების ან გრიპის ტიპური სიმპტომებისაგან. დაავადების კლინიკური გამოვლინება იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 4-6 დღის შემდეგ და მოიცავს ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა:

  • სურდო ან ცხვირის შეგუბება
  • მშრალი ხველა
  • სუბფებრილური ცხელება
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი

ეს სიმპტომები ვითარდება ეტაპობრივად და არა ყველა ერთად. ჩვილებში დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ გაღიზიანებადობით, აქტივობის დაქვეითებით და სუნთქვის გაძნელებით.

მძიმე შემთხვევებში რესპირატორული სინციტიური ვირუსი ვრცელდება ქვედა სასუნთქ გზებში და იწვევს ბრონქიოლიტს და პნევმონიას.  გართულება უფრო  ხშირია ბავშვებში, გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებში.

 

დიაგნოსტიკა

რესპირატორული სინციტიური ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა ეფუძნება:

  • ანამნეზურ მონაცემებს
  • ფიზიკალურ გასინჯვას
  • ტესტირებას ვირუსზე

 

მკურნალობა

რესპირატორული სინციტიური ვირუსული ინფექციის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. სიმპტომური საშუალებები გამოიყენება მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

მძიმე შემთხვევებში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

 

რისკ-ჯგუფები

  • 6 თვემდე ბავშვები და ნაადრევად დაბადებული ჩივლები
  • ბავშვები გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით
  • იმუნოკომპრემეტირებული ბავშვები და ზრდასრულები
  • ბავშვები ნერვ-კუნთოვანი დისტროფიებით
  • ზრდასრულები გულ-ფილტვის დაავადებებით
  • 65 წლის ასაკზე ხანდაზმულები

 

გართულებები

  • პნევმონია და ბრონქიოლიტი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექციის ტიპური გართულებებია.
  • შუა ყურის ანთება – ხშირია 2 წლამდე ბავშვებსა და ახლაშობილებში
  • განმეორებითი ინფექციური პროცესი – რესპირატორული სინციტიური ვირუსით შესაძლოა რამდენჯერმე დაავადდეს ადამიანი ერთსა და იმავე სეზონზეც კი.

 

პრევენცია

რესპირატორული სინციტიური ვირუსის პრევენციის ორი გზა არსებობს: ანტისხეულების შემცველი პრეპარატი და ვაქცინაცია.

  • პრეპარატები – მზა ანტისხეულებით
  • ვაქცინაცია

 

მარტივი პრევენციული ღონისძიებები გვეხმარება ინფიცირებისგან თავის დაცვაში:

  • ხელების ხშირად დაბანა
  • სამედიცინო პირბადე
  • პირადი მოხმარების საგნების სუფთად დაცვა
  • სხვისი პირადი მოხმარების საგნების გამოყენებისგან თავის არიდება
  • მავნე ჩვევებისათვის თავის დანებება და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება

 

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ვირუსული ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

რესურსები

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/respiratory-syncytial-virus/symptoms-causes/syc-20353098

https://medlineplus.gov/respiratorysyncytialvirusinfections.html

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button