Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

29 თებერვალი – იშვიათი დაავადებების დღე

💎იშვიათი დაავადებების დღე თებერვლის ბოლო დღეს – 28 ან 29 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია იშვიათი დაავადებების ცნობადობის და ადამიანთა ცხოვრებაზე გავლენის გაზრდა. ეს არის შეხსენება დანარჩენი ადამიანებისათვის, რომ აუცილებელია ზრუნვა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათთვის, ვისი საჭიროებებიც ხშირად უგულებელყოფილია.

 
 

🧬იშვიათი დაავადებების დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 2008 წლიდან, დაარსდა იშვიათი დაავადებების ევროპული ორგანიზაციის (EURORDIS) მიერ. დღეისათვის ის გლობალურ მოძრაობას წარმოადგენს, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით.

 

🔎იშვიათი დაავადებები ადამიანთა მცირე რაოდენობაში ვლინდება, თუმცა მათი ჯამური რიცხვი დიდია. ეს იშვიათი მდგომარეობები სამედიცინო და სოციალურ პრობლემებთანაა ასოცირებული და ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია დაავადებულების და მათი ოჯახის წევრებისთვის, რათა მიიღონ დიაგნოსტიკისა და მურნალობის უკეთესი შესაძლებლობები, მხარდაჭერა სამედიცინო და სოციალურ საკითხებში.

 

🩵 ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ახალშობილთა არაინვაზიურ პოსტნატალურ ტესტს – “ბეიბი სენსორ 100+”, რომელიც შარდის ნიმუშით იკვლევს 250 მეტაბოლიტს და 100-ზე მეტი გენეტიკური მეტაბოლური დარღვევის დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

👁თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი

Call Now Button