ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები | კითხვარი

ისაუბრე. დაიტესტე. იმკურნალე.
ეს ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, ხართ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (სგგდ) განვითარების რისკის ქვეშ.

თუ რომელიმე კითხვაზე თქვენი პასუხი იქნება „დიახ“, მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაცია, რათა გაიგოთ მეტი თქვენი რისკის შესახებ და გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

ამ ტესტის მიზანი არ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა. მას ასევე არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, ინფიცირდებით თუ არა მომავალში. ტესტი დაგეხმარებათ იმის დადგენაში, ხართ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ.


კითხვარი წარმოადგენს CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) კითხვარის ანალოგს.

გქონიათ თუ არა ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტი კონდომის გარეშე ბოლო 12 თვის განმავლობაში? *

გქონიათ თუ არა ოდესმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება? *

რომელიმე თქვენს სქესობრივ პარტნიორს, ხომ არ ჰქონია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?*

გქონიათ თუ არა სქესობრივი კონტაქტი საჭიროებების გამო (ფული, საცხოვრებელი, ნარკოტიკები და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში?*

შესაძლებელია თუ არა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიმე თქვენს სქესობრივ პარტნიორს ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი სხვასთან, სანამ ისინი ჯერ კიდევ თქვენთან იყვნენ სექსუალურ ურთიერთობაში?*

გამოგიყენებიათ თუ არა თქვენ ან რომელიმე თქვენს პარტნიორს უკანონო ნარკოტიკები?*

Call Now Button