Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროსტატის სიმსივნის მარკერები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

პროსტატის კიბო მამაკაცთა სიკვდილიანობის სიმსივნურ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა. პროსტატის კიბოს შემთხვევათა თითქმის 98% ჯირკვლოვანი წარმოშობისაა. პროსტატის კიბოს კლასიფიკაციისთვის ყველაზე გავრცელებულია  გლისონის ინდექსი.

სიმპტომები

სიმსივნური პროცესის დასაწყისი როგორც წესი უსიმპტომოა, რადგან იწყება პერიფერიაზე, შარდსადენისგან რამდენადმე დაშორებულ ქსოვილში. მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთვება შარდსადენი და შარდის ბუშტის ყელი, ვითარდება ობსტრუქციული სიმპტომები, რაც მოიცავს შარდის ნაკადის შემცირებას ან  წყვეტას. სიმსივნის პროგრესირებასთან ერთად პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ჰემატოსპერმიას, ეაკულაციის (სპერმის გამოყოფის) შემცირებას – სპერმის გამომყოფი სადინრის მეორადი ობსტრუქციის (დახშობის) გამო. ნეიროვასკულური წნულების ლოკალური დაზიანების გამო შესაძლებელია ერექციული დისფუნქციის განვითარებაც.

ძვლოვანი ხასიათის ტკივილი როგორც წესი მეტასტაზების განვითარების სტადიას ახასიათებს. პროსტატის კიბოს ახასიათებს ოსტეობლასტური მეტასტაზები ძვლებში, შემთხვევათა 95%-ში. პროცესში, მეორადად ძვლის ტვინის ჩართვის შედეგად აღინიშნება ხშირად ანემია, ასევე სხეულის ქვედა ნაწილების შეშუპება – რაც ლიმფური სისტემის ობსტრუქციითაა გამოწვეული.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შემცირდა პროისტატის კიბოს სიმპტომების მქონე პაციენტთა რაოდენობა, დიაგნოსტირებულ შემთხვევებთან შედარებით, რაც პროსტატის სიმსივნის მარკერების სკრინინგით აიხსნება.

 

დიაგნოსტიკური და პროგნოზული მარკერები

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში პროსტატსპეციფიკური ანტიგენის აღმოჩენამ და 80-90-იან წლებში მისმა ფართოდ დანერგვამ, გაამარტივა პროსტატის კიბოს სკრინინგი და დიაგნოსტირებული შემთხვევების მონიტორინგი.  ბიომარკერები ფასდება მათი დადებითი პროგნოზული ღირებულების (ალბათობა იმისა, რომ დადებითი ტესტი მიუთითებს დაავადების არსებობაზე) და უარყოფითი პროგნოზული ღირებულების (ალბათობა იმისა, რომ უარყოფითი ტესტი მიუთითებს დაავადების არარსებობაზე) მნიშვნელობებით, რაც განსაზღვრავს ბიომარკერის სპეციფიკურობას და სენსიტიურობას.

 

პროსტატსპეციფიური ანტიგენი (PSA)

პსა გენი  მე-19 ქრომოსომაზე არსებული კალიკერინის გენური ოჯახის წევრია. პროსტატსპეციფიკური ანტიგენი ფუნქციონირებს როგორც სერინის პროტეაზა (ფერმენტი), რომელიც სინთეზდება პროსტატის სანათურის ეპიტელურ უჯრედებში. მისი ძირითადი ფუნქცია ეაკულატის გათხევადებაა. შრატში მოცირკულირე პსა-ს დიდი ნაწილი პროტეაზების ინჰიბიტორ ცილებთანაა დაკავშირებული (A1-ანტიქიმოტრიფსინი, A2-მაკროგლობულინი). ისეთი პროცესები, როგორებიცაა პროსტატის ქსოვილის ანთება, ჰიპერპლაზია ან ნეოპლაზია, არღვევს მის ბუნებრივ ბარიერს და იწვევს შრატში მოცირკულირე პსა კონცენტრაციის მატებას.

პროსტატსპეციფიკური ანტიგენის სინთეზი ანდროგენდამოკიდებულია და მის ოდენობაზე გავლენას ახდენს ასაკი, რასა და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობა. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებში მაღალი სხეულის მასის ინდექსით,  (BMI) პსა კონცენტრაცია პლაზმაში ნაკლებია. კვლევებით დასტურდება, რომ ამის მიზეზი არა იმდენად ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის დეფიციტია, რამდენადაც – ჰემოდილუცია (პლაზმის განზავება). რაც უფრო მეტია პლაზმის მოცულობა (სხეულის წონის შესაბამისად), მით ნაკლებია მასში პსა. პსა ფართოდ გავრცელებული სასკრინინგო მარკერია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში.

 

თავისუფალი პროსტატსპეციფიური ანტიგენი

თავისუფალი პსა ფერმენტულად არააქტიურია და შეადგენს საერთო პსა-ს 4-45%. მამაკაცებს პროსტატის კიბოთი, ბევრად დაბალი აქვთ თავისუფალი პსა-ს დონე, ვიდრე ჯანმრთელებს. თავისუფალი პსა კვლევა მოწოდებულია იმ შემთხვევებშიც, როცა რექტალური გასინჯვით პროსტატის მოცულობითი პროცესი არ ფიქსირდება. თავისუფალი პსა ინფორმატიულია მამაკაცებში საერთო პსა მომატებით და ნეგატიური ბიოფსიური მონაცემებით.

 

კალიკრეინები

პსა ასევე ცნობილია როგორც ადამიანის კალიკრეინი 3. თუმცა, ამის გარდა არსებობს სხვა კალიკრეინებიც, რომლებიც აქტიურად გამოიყენება პროსტატის სიმსივნის მარკერებად.

კალიკრეინ 2 – ამინომჟავური თანმიმდევრობის 80%-ით პსა მსგავსია. მცირე ოდენობით წარმოიქმნება პროსტატის უჯრედების მიერ, ხოლო პროსტატის კიბოს დროს მისი სინთეზი მატულობს. კიბოს ადრეულ სტადიაზე ექსპრესია მცირეა და დაავადების პროგრესირებასთან ერთად აგრესიული ხდება.  კალიკრეინ-2, თავისუფალი პსა, საერთო პსა – კლინიკურ მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დაავადების მიმდინარეობის აგრესიულობის შესაფასებლად.

 

პროსტატის მჟავე ფოსფატაზა (PAP)

პროსტატის მჟავე ფოსფატაზა პირველი მარკერი იყო, რომელიც რუტინულად გამოიყენეს პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებასა და კლასიფიკაციაში. ეს ენზიმი აჰიდროლიზებს ესთერებს, მჟავე გარემოში და გამოყოფს არაორგანულ ფოსფატებს. ის აღმოჩენილია ტვინის, ფილტვების, ღვიძლის ქსოვილშიც, თუმცა წინამდებარე ჯირკვალში ყველაზე მარალია კონცენტრაცია. ჯირკვლის ეპითელური უჯრედები გამოყოფენ მჟავე ფოსფატაზას ჯირკვლის სანათურში. კვლევებით ნაჩვენებია მჟავე ფოსფატაზას მომატება პაციენტებში პროსტატის მეტასტაზური სიმსივნით. პროსტატსპეციფიკური ანტიგენის სადიაგნოსტიკოდ გამოყენების შემდეგ, მჟავე ფოსფატაზას დიაგნოსტიკური ღირებულება შემცირდა.

 

ინტერლეიკინ-6 (IL-6)

ინტერლეიკინ-6 მონაწილეობს მრავალი უჯრედული პროცესის რეგულაციაში, მათ შორის ძვლოვანი ცვლის და იმუნურ აქტივობაში. იმუნოჰისტოქიმიური კვლევებით ნაჩვენებია, რომ ინტერლეიკინ-6-ის ცილების კონცენტრაცია 18-ჯერ იყო მომატებული პროსტატის კიბოს ქსოვილში, ჯანსაღ ქსოვილტან შდარებით. პლაზმის ინტერლეიკინ-6 კონცენტრაცია მკვეთრად მატულობს პროსტატის მეტასტაზური სიმსივნეებისას.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

 

ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი და სხვა პროდუქტები.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

 

ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ პროსტატის სიმსივნური მარკერების დიაგნოსტიკურ ტესტებს:

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

რესურსები:

https://www.urotoday.com/library-resources/advanced-prostate-cancer/111560-prostate-cancer-and-tumor-markers.html

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4774403/

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button