Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. TSH-ის (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) ზემოქმედებით ჯირკვალი გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს: T4 (თიროქსინი) და T3 (ტრიიოდთირონინი).

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ: ძირითად მეტაბოლიზმზე, ჟანგბადის მოხმარებაზე, ენერგიის ბალანსზე, სითბოს წარმოქმნაზე.

ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად რეკომენდებულია ჰორმონების შემდეგი კომბინაციის ტესტირება: FT3, FT4 და TSH ანუ თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების პროფილი II – ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებული სკრინინგი.

  1. თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზის საწყისი (პირველი) ტესტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH– ის კონცენტრაციის გამოხატულ ცვლილებას. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლისთვის, აგრეთვე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და გამორიცხვისთვის;
  2. თავისუფალი თიროქსინი (FT4) არის თიროქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია, რომელიც სისხლში ცირკულირებს, არ არის დაკავშირებული სისხლის ცილებთან და შეადგენს სერთო თიროქსინის – T4-ის 0.03%-ს. თავისუფალი თიროქსინი (FT4)   წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ TSH– ის ზემოქმედებით  და რეგულირდება ე.წ უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. იგი ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა; ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას; აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს; ზრდის შარდის კალციუმის ექსკრეციას; ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე; ასტიმულირებს რეტიკულურ ფორმაციას და კორტიკალურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
  1. თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT3) საერთო T3-ის (ტრიიოდთირონის) ფიზიოლოგიურად აქტიური ფორმაა. FT3- ის მეტაბოლური მოქმედება ხუთჯერ მეტია, ვიდრე FT4- ის მოქმედება.

როდის ჩავიტაროთ თიროიდული ჰორმონების პროფილი II?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად. ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.

შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული  ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
  • კანკალი
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
  • თვალების წინ წამოწევა
  • ხშირი შარდვა ან დიარეა

ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ყაბზობა
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე  ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

თირეოიდული ჰორმონების პროფილი II – 72 ლარი, ნაცვლად 96 ლარისა

Call Now Button