ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. TSH-ის (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) ზემოქმედებით ჯირკვალი გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს: T4 (თიროქსინი) და T3 (ტრიიოდთირონინი)
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ: ძირითად მეტაბოლიზმზე, ჟანგბადის მოხმარებაზე, ენერგიის ბალანსზე, სითბოს წარმოქმნაზე.
საწყის ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა შესაძლებელია თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების პროფილი I – ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ორ ძირითად პარამეტრს:
თავისუფალი თიროქსინის (FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კომბინირებული შესწავლა გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის უფრო სრულყოფილ სურათს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეცვლილი თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) დონე (ორსულობა, ანდროგენების, ესტროგენების, სალიცილატების მიღება და ა.შ.).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად, ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:
ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:
TSH და FT4 ტესტები ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მკურნალობის ან ოპერაციის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში ტესტი უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ, ზუსტი შემანარჩუნებელი დოზის დადგენისთანავე – 2-6 თვეში ერთხელ.
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
თუ TSH ნორმაზე მაღალია, სავარაუდოა, რომ FT4 ნორმალურ დიაპაზონში იქნება ან თუ ნორმაზე დაბალია – მაშინ გაქვთ ჰიპოთირეოზი. თუ პირიქით – TSH დაბალია, ვიდრე ნორმალური მნიშვნელობები და FT4 არის ნორმის ზედა ზღვარზე ან მის ზემოთ – ეს დამახასიათებელია ჯირკვლის ჰიპერფუნქციისთვის.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat