ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00 Original price was: ₾50.00.₾45.00Current price is: ₾45.00.
არ არის მარაგში
ოპიოიდების (ოპიატების) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მორფინი. ის ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც თეთრი ყაყაჩოდან გამოყოფენ. ის ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც ხსნის ძლიერ ტკივილს.
ყაყაჩოს რძიდან გამოყოფილი ოპიუმიდან მიღებული მორფინის დიაცეტილირებით მიიღება ჰეროინი. ეს ოპიატები ამცირებს ტკივილს, შიშის და შფოთვის განცდას.
ოპიატებს როგორც წესი ინტრავენური ან კანქვეშა ინექციის გზით მოიხმარენ, თუმცა ასევე შესაძლებელია მათი პერორული ან შესუნთქვით მოხმარებაც.
სისხლში მოხვედრის შემდეგ ოპიოიდები აკუმულირდება ფილტვებში, ელენთაში, თირკმელებსა და ღვიძლში. უფრო დაბალია კონცენტრაცია კუნთებსა და ნერვულ სისტემაში.
მორფინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ასევე გლუკურონირებული და სხვა მცირე მეტაბოლიტების სახით. ოპიოიდების კვალი აღმოჩენილია ნაღვლის წვენსა და განავალში, თუმცა გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით.
ჰეროინის მოქმედების სპექტრი თითქმის ისეთივეა, როგორიც მორფინის, თუმცა მისი ანალგეზიური (ტკივილგაყუჩებითი) ეფექტი 5-10-ჯერ აღემატება მორფინისას. ჰეროინი იწვევს ძლიერ ეიფორიას. მორფინის მსგავსად ის იწვევს ადამიანის ინტელექტუალურ გაღარიბებას. იწვევს შიშის დათრგუნვას და სიხარულის განცდას და ენერგიისა და სიამოვნების მოზღვავებას. ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილი გამოიწვიოს.
ოპიატები იწვევს ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებას. აბსტინენციის მდგომარეობა იწყება ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე საათში და 5-10 დღემდე გრძელდება. დროის ინტერვალი, რომელიც წამლის მოხმარებიდან პოზიტიური ეფექტების განვითარებამდეა საჭირო, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: მოხმარების სიხშირე, ოდენობა, ორგანიზმის მეტაბოლური სტატუსი, ნივთიერების ნახევარ-დაშლის და გამოყოფის პერიოდი, მომხმარებლის წონა, კვების ტიპი და სხვა.
საკვლევი მასალა: შარდი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
პოზიტიური შედეგი მიუთითებს შარდში საკვლევი ნივთიერების არსებობაზე.
უარყოფითი შედეგი ყოველთვის არ გამორიცხავს ტოქსიკური ნივთიერების მოხმარებას, რადგან შესაძლოა მისი კონცენტრაცია იყოს მიზერული, რომლის აღმოჩენა ტესტს არ შეუძლია.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია