ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
შარდმჟავა არის პურინის ნუკლეოზიდების (ქმნიან ნუკლეინის მჟავებს – რნმ-ს და დნმ-ს) მეტაბოლური პროდუქტი. ის შეიძლება წარმოიქმნას საკვების მიღებისას და ორგანიზმის საკუთარი ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგად. ღვიძლიდან შარდმჟავა სისხლით გადადის თირკმლებში, სადაც მისი დაახლოებით 70% იფილტრება და გამოიყოფა ორგანიზმიდან. შარდმჟავას დანარჩენი ნაწილი კი გამოიყოფა და იშლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პურინების მცირე რაოდენობა ხვდება ორგანიზმში გარკვეული საკვების მიღებისას, როგორიცაა ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ხმელი ბარდა და ლობიო, ასევე გარკვეული ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად ლუდის მიღებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდმჟავას მატება ან ეგრეთ წოდებული ჰიპერურიკემია.
მომნელებელი ფერმენტების გავლენით საკვების პურინები იშლებიან შარდმჟავამდე უკვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის შემდეგაც ის სისხლში შეიწოვება. სისხლში შეწოვილი შარდმჟავა კი თირკმლებით გამოიყოფა.
სისხლის პლაზმაში შარდმჟავა არის მარილის – ნატრიუმის ურატის სახით. ამ მარილს აქვს დაბალი ხსნადობა და მისი ნორმაზე ოდნავ მაღალი კონცენტრაციისას, წარმოიქმნება ნატრიუმის ურატის კრისტალები.
შარდმჟავას ჭარბი გამომუშავება ხდება შემდეგი მდგომარეობებისას: ნუკლეინის მჟავების გადაჭარბებული კატაბოლიზმი, უჯრედების მასიური განადგურება ან საბოლოო პროდუქტის გამოყოფის შეუძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერურიკემია და ჰიპოურიკემია არ არის დამოუკიდებელი დაავადებები, ჰიპერურიკემია არის მეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკფაქტორი და შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადების საფუძველი, ხოლო ჰიპოურიკემია შეიძლება მიუთითებდეს ფარულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე.
შარდმჟავას დონე სისხლში ლაბილურია და ასოცირდება ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ასაკი, სქესი და ალკოჰოლის მოხმარება.
შარდმჟავა არის პურინის მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ინდიკატორი.
შემდეგი სიმპტომებისას:
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.
ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.
ტესტის ჩატარება სასურველია დილით, რადგან სისხლში შარდმჟავას დონე განსხვავდება დღის სხვადასხვა ნაწილში – ჩვეულებრივ უფრო მაღალია დილით და დაბალია საღამოს.
ვენური სისხლი
შარდმჟავას კონცენტრაცია იზრდება:
შარდმჟავას კონცენტრაცია მცირდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/mochevaia-kislota.html
https://www.synevo.bg/pikochna-kiselina-serum/
https://www.synevo.ro/shop/acid-uric-seric/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია