ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

უბიქინონი 50 (კოენზიმი Q10)

ცნობილი როგორც:კოენზიმი Q10
SKU: 1340

135.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

უბიქინონი 50 (კოენზიმი Q10) არის ცხიმში ხსნადი ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. იგი აუცილებელია მიტოქონდრიებში ენერგიის (ATP) წარმოქმნისთვის და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

უბიქინონი 50 (კოენზიმი Q10)

უბიქინონი 50 უჯრედის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტია, რომელიც მიტოქონდრიის სუნთქვითი ჯაჭვის ოქსიდაციური ფოსფორილირების პროცესის კოფაქტორია და ასრულებს ელექტრონის ტრანსპორტერის და ანტიოქსიდანტის ფუნქციას.

კოენზიმი Q10ქიმიურად შედგება ქინონის რგოლის და იზოპრენის გვერდითი ჯაჭვისაგან. ნახშირბადის ატომებს შორის არსებული ორმაგი ბმების მაღალი სიხშირის გამო, კოენზიმი Q10 ბევრად მდგრადია, ვიდრე ვიტამინი C და E, ამიტომ ის წარმოადგენს მემბრანის იონური არხების სტაბილიზატორს და თავისუფალი რადიკალებისგან დაცვის პირველ ხაზს.

უბიქინონი 50ქსოვილებში სინთეზდება, თუმცა მცირე ოდენობა მიიღება საკვებითაც (ხორცი, თევზი, თხილეული, ცხიმები). ის ცხიმში ხსნადი სუბსტანციაა და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ცხიმების და ნაღვლის მჟავების არსებობის პირობებში.

კოენზიმი Q10 თითქმის ყველა მემბრანის შემადგენლობაშია და ლიპოპროტეინების მეშვეობით გადადის ცირკულაციაში. კოენზიმი Q10-ის 60%-მდე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთანაა დაკავშირებული, 25%-მდე – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან და დანარჩენი 15%-მდე სხვა ლიპოპროტეინებთან.

ორგანიზმში გვხვდება კოენზიმი Q10-ის როგორც დაჟანგული, ისე აღდგენილი ფორმები. მისი ანტიოქსიდანტური უნარი დამოკიდებულია სწორედ ამ ფორმების თანაფარდობაზე.

კოენზიმი Q10 კონცენტრაცია ორგანიზმში მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, ასევე ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების და მედიკამენტების გავლენით.

კოენზიმი Q10 პირველადი დეფიციტი განპირობებულია მის ბიოსინთეზში მონაწილე ცილების მაკოდირებელი გენების მუტაციებით. უბიქინონის დეფიციტი მიმდინარეობს ნევროლოგიური სიმპტომებით ( როგორებიცაა: გულყრები, განვითარების შეფერხება, ატაქსია) და კუნთური სისუსტით.

კოენზიმი Q10 დეფიციტი ჩართულია ისეთ პროცესებში როგორიცაა: პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ოქსიდაციური სტრესი.

არსებობს მონაცემები სტატინებით (ლიპიდების საწინააღმდეგო მედიკამენტებით) მკურნალობასა და კოენზიმი Q10-ის დეფიციტს შორის ურთიერთკავშირს შორის.

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • უბიქინონი 50 დეფიციტით მიმდინარე მიტოქონდრიული დაავადებები
  • ანტილიპიდური მკურნალობის კურსზე მყოფი პაციენტების მონიტორინგი
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებების (პარკინსონი, ალცჰეიმერი) მკურნალობის მონიტორინგი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • ნორმალური დონე – მიუთითებს, რომ უჯრედული ენერგიის წარმოება და ანტიოქსიდანტური დაცვა საკმარისია.
  • დაბალი დონე – შეიძლება ასოცირდებოდეს დაღლილობასთან, კუნთების სისუსტესთან, გულის დაავადებებთან ან სტატინების გამოყენებასთან
  • მაღალი დონე – იშვიათია, მაგრამ შესაძლოა მიუთითებდეს სუბსტრატის ზედმეტ მირებაზე

საცნობარო მნიშვნელობები

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი

 

CoQ10 ტესტი გვაძლევს ინფორმაციას ორგანიზმის ენერგეტიკულ და ანტიოქსიდანტურ მდგომარეობაზე. შედეგების სწორად ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან დონის ცვლილება შეიძლება იყოს ასაკთან, კვებასთან ან მედიკამენტებთან დაკავშირებული.

 

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button