ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
კოენზიმი Q10 უჯრედის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტია, რომელიც მიტოქონდრიის სუნთქვითი ჯაჭვის ოქსიდაციური ფოსფორილირების პროცესის კოფაქტორია და ასრულებს ელექტრონის ტრანსპორტერის და ანტიოქსიდანტის ფუნქციას.
კოენზიმი Q10 ქიმიურად შედგება ქინონის რგოლის და იზოპრენის გვერდითი ჯაჭვისაგან. ნახშირბადის ატომებს შორის არსებული ორმაგი ბმების მაღალი სიხშირის გამო, კოენზიმი Q10 ბევრად მდგრადია, ვიდრე ვიტამინი C და E, ამიტომ ის წარმოადგენს მემბრანის იონური არხების სტაბილიზატორს და თავისუფალი რადიკალებისგან დაცვის პირველ ხაზს.
კოენზიმი Q10 ქსოვილებში სინთეზდება, თუმცა მცირე ოდენობა მიიღება საკვებითაც (ხორცი, თევზი, თხილეული, ცხიმები). ის ცხიმში ხსნადი სუბსტანციაა და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ცხიმების და ნაღვლის მჟავების არსებობის პირობებში.
კოენზიმი Q10 (უბიქინონი) თითქმის ყველა მემბრანის შემადგენლობაშია და ლიპოპროტეინების მეშვეობით გადადის ცირკულაციაში. კოენზიმი Q10-ის 60%-მდე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთანაა დაკავშირებული, 25%-მდე – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან და დანარჩენი 15%-მდე სხვა ლიპოპროტეინებთან.
ორგანიზმში გვხვდება კოენზიმი Q10-ის როგორც დაჟანგული, ისე აღდგენილი ფორმები. მისი ანტიოქსიდანტური უნარი დამოკიდებულია სწორედ ამ ფორმების თანაფარდობაზე.
კოენზიმი Q10 (უბიქინონის) კონცენტრაცია ორგანიზმში მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, ასევე ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების და მედიკამენტების გავლენით.
კოენზიმი Q10-ის პირველადი დეფიციტი განპირობებულია მის ბიოსინთეზში მონაწილე ცილების მაკოდირებელი გენების მუტაციებით. უბიქინონის დეფიციტი მიმდინარეობს ნევროლოგიური სიმპტომებით ( როგორებიცაა: გულყრები, განვითარების შეფერხება, ატაქსია) და კუნთური სისუსტით.
კოენზიმი Q10 დეფიციტი ჩართულია ისეთ პროცესებში როგორიცაა: პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ოქსიდაციური სტრესი.
არსებობს მონაცემები სტატინებით (ლიპიდების საწინააღმდეგო მედიკამენტებით) მკურნალობასა და კოენზიმი Q10-ის დეფიციტს შორის ურთიერთკავშირს შორის.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
56 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 27 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი, სენაკი, ლანჩხუთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 56 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2025 © სინევო. ყველა უფლება დაცულია