
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾97.00
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა 2-ის (tTG2) მიმართგანვითარებული IgG აუტოანტისხეულების განსაზღვრა ცელიაკიის დიაგნოსტიკაში გამოიყენება.
კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ IgA დეფიციტი და ამ ტიპის ანტისხეულების კვლევა არასანდოა.
ცელიაკია ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. პროცესის გამშვებ მექანიზმს წარმოადგენს გლუტენის შემცველი საკვების მიღება (გლუტენი ცილაა, რომელიც მარცვლოვნების შემადგენლობაშია აღმოჩენილი). იმუნური სისტემა წარმოქმნის გლუტენის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. იმუნური რეაქცია აზიანებს წვრილ ნაწლავს.
ცელიაკია განსხვავდება გლუტენის მიმართ სენსიბილიზაციის და ხორბლის აუტანლობისგან. ქრონიკულად მიმდინარე იმუნური ანთებითი რეაქცია არღვევს ნაწლავში მიმდინარე მონელებით პროცესებს, რაც საკვები ნუტრიენტების ათვისებას უშლის ხელს.
ნაწლავის ტრანსგლუტამინაზა ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს უჯრედების აღდგენით პროცესებში.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, რომ ადამიანმა გარკვეული პერიოდის მანძილზე მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.
ცელიაკიის პირველადი სკრინინგისთვის, თუ პაციენტს IgA დეფიციტი არ აქვს, უპირატესად გამოიყენება ტრანსგლუტამინაზა 2-ის მიმართ IgA აუტოანტისხეულები (anti-tTG IgA) საერთო IgA-ის განსაზღვრასთან ერთად.
IgG ტესტი რეკომენდებულია ძირითადად IgA დეფიციტის ან სხვა სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობების დროს.
კვლევის ჩატარებამდე პაციენტი უნდა იღებდეს გლუტენის შემცველ საკვებს, რადგან უგლუტენო დიეტამ შესაძლოა ანტისხეულების დონე შეამციროს და ცრუ უარყოფითი შედეგის მიღება განაპირობოს
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
