ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტრანსგლუტამინაზა 2 | აუტო ანტისხეულები IgG

ცნობილი როგორც:ტრანსგლუტამინაზას აუტოანტისხეულები
SKU: 9325

97.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტრანსგლუტამინაზა 2 | აუტო ანტისხეულები IgG

ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა 2-ის (tTG2) მიმართგანვითარებული IgG აუტოანტისხეულების განსაზღვრა ცელიაკიის დიაგნოსტიკაში გამოიყენება.

კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ  IgA დეფიციტი და ამ ტიპის ანტისხეულების კვლევა არასანდოა.

ცელიაკია ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს.  პროცესის გამშვებ მექანიზმს წარმოადგენს გლუტენის შემცველი საკვების მიღება (გლუტენი ცილაა, რომელიც მარცვლოვნების შემადგენლობაშია აღმოჩენილი). იმუნური სისტემა წარმოქმნის  გლუტენის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. იმუნური რეაქცია აზიანებს წვრილ ნაწლავს.

ცელიაკია განსხვავდება გლუტენის მიმართ სენსიბილიზაციის და ხორბლის აუტანლობისგან.  ქრონიკულად მიმდინარე იმუნური ანთებითი რეაქცია არღვევს ნაწლავში მიმდინარე მონელებით პროცესებს, რაც საკვები ნუტრიენტების ათვისებას უშლის ხელს.

ნაწლავის ტრანსგლუტამინაზა ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს უჯრედების აღდგენით პროცესებში.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, რომ ადამიანმა გარკვეული პერიოდის მანძილზე მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ცელიაკიის ეჭვისას
  • საერთო IgA-ის დეფიციტის დროს
  • ქრონიკული დიარეის, შებერილობის, მუცლის ტკივილის ან მალაბსორბციის ნიშნების არსებობისას
  • აუხსნელი რკინადეფიციტური ანემიის დროს
  • ბავშვებში ზრდისა და განვითარების შეფერხებისას
  • ცელიაკიის მქონე პაციენტების მონიტორინგისთვის (კლინიკური საჭიროების მიხედვით

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • IgG დადებითი – ზრდის ცელიაკიის ალბათობას, განსაკუთრებით IgA დეფიციტის მქონე პაციენტებში. დადებითი პასუხი საჭიროებს შეფასებას კლინიკურ მონაცემებთან და სხვა ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად
  • IgG უარყოფითი – ამცირებს ცელიაკიის ალბათობას, თუმცა სრულად არ გამორიცხავს დაავადებას, განსაკუთრებით თუ პაციენტი უკვე იცავს უგლუტენო დიეტას ან დაავადება ადრეულ სტადიაზეა

საცნობარო მნიშვნელობები

ცელიაკიის პირველადი სკრინინგისთვის, თუ პაციენტს IgA დეფიციტი არ აქვს, უპირატესად გამოიყენება ტრანსგლუტამინაზა 2-ის მიმართ IgA აუტოანტისხეულები (anti-tTG IgA) საერთო IgA-ის განსაზღვრასთან ერთად.

IgG ტესტი რეკომენდებულია ძირითადად IgA დეფიციტის ან სხვა სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობების დროს.

კვლევის ჩატარებამდე პაციენტი უნდა იღებდეს გლუტენის შემცველ საკვებს, რადგან უგლუტენო დიეტამ შესაძლოა ანტისხეულების დონე შეამციროს და ცრუ უარყოფითი შედეგის მიღება განაპირობოს

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button