ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾98.00
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA კვლევა ცელიაკიის დიაგნოსტირების ეფექტური მეთოდია.
ცელიაკია ქრონიკული აუტოიმუნური დარღვევაა რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. პროცესის გამშვებ მექანიზმს წარმოადგენს გლუტენის შემცველი საკვების მიღება (გლუტენი ცილაა, რომელიც მარცვლოვნების შემადგენლობაშია აღმოჩენილი). იმუნური სისტემა წარმოქმნის გლუტენის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. იმუნური რეაქცია აზიანებს წვრილ ნაწლავს. ცელიაკია განსხვავდება გლუტენის მიმართ სენსიბილიზაციის და ხორბლის აუტანლობისგან. ქრონიკულად მიმდინარე იმუნური ანთებითი რეაქცია არღვევს ნაწლავში მიმდინარე მონელებით პროცესებს, რაც საკვები ნუტრიენტების ათვისებას უშლის ხელს.
სიმპტომები
შებერილობა
დიარეა
შეკრულობა
მეტეორიზმი
გულისრევა-ღებინება
მუცლის ტკივილი
ლაქტოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა
გამონაყარი
ბავშვებში ცელიაკიის დროს ფერხდება ზრდა-განვითარების პროცესი, სქესობრივი მომწიფება არასაკმარისი ნუტრიენტების ათვისების გამო. ხშირია ასევე პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება – სტომატიტები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისათვის ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვანია ფიზიკური გასინჯვის და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის მონაცემები.
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA აღმოჩენა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია დაავადების დიაგნოსტიკაში. ეს არის გლუტენის მიღების საპასუხოდ განვითარებული ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ ნაწლავის ტრანსგლუტამინაზას (ეს ფერმენტი მონაწილეობს აღდგენით პროცესებში უჯრედულ დონეზე). ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას IgA კვლევა მაღალეფექტური და სენსიტიური კვლევაა.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, რომ ადამიანმა გარკვეული პერიოდის მანძილზე მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები