ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾160.00
TORCH-ინფექციების პროფილი მოიცავს შემდეგი ანტისხეულების განსაზღვრას:
TORCH სინდრომი შეიძლება ჟღერდეს როგორც ერთი ავადმყოფობა, მაგრამ სინამდვილეში ის წარმოადგენს ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პრობლემები (ზოგიერთი სერიოზული პრობლემა) – ორსულობისას.
ინფექციური დაავადებები:
T – ტოქსოპლაზმოზი
O – სხვა აგენტები (მათ შორის აივ, სიფილისი, ვარიცელა და მეხუთე დაავადება)
R – წითურა (rubella)
C – ციტომეგალოვირუსი
H – მარტივი ჰერპეს ვირუსი
თუ თქვენ დაგემართათ TORCH-ის ერთ-ერთი ინფექცია ორსულობის დროს და ის თქვენი სისხლით გადაეცემა თქვენს ნაყოფს, მასაც შეუძლია მიიღოს აღნიშნული ინფექცია და რადგან ის ჯერ კიდევ თქვენს საშვილოსნოში ვითარდება, მისი იმუნური სისტემა, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ინფექციასთან ბრძოლას.
თუ დაავადება დარჩება ნაყოფის ორგანიზმში, მისი ორგანოები შეიძლება სწორად ვერ განვითარდეს. რამდენად შეიძლება დაავადდეს თქვენი ნაყოფი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის რა მდგომარეობაშია და რამდენად განვითარებულია ის. ინფექციამ შეიძლება წარმოშვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა – სიყვითლიდან (კანის ან თვალების მოყვითალო ფერი) და სმენის პრობლემებიდან დაწყებული აბორტითა და მკვდრადშობადობით დამთავრებული.
ტოქსოპლაზმოზი არის პარაზიტული დაავადება (პარაზიტოზი), რომელიც გამოწვეულია უჯრედშიდა ერთუჯრედიანი პარაზიტით, Toxoplasma gondii-ით. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლში ადამიანი შუალედური მასპინძელია და კატების ოჯახის წარმომადგენლები წარმოადგენენ საბოლოო მასპინძელს. ადამიანი ინფიცირდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის ჭამით, რომელიც შეიცავს პარაზიტის ცისტებს ან წყლითა და საკვებით, რომელშიც ოოცისტები გვხვდება. მნიშვნელოვანია ვერტიკალური გადაცემა (ნაყოფის ტრანსპლაცენტური გადაცემა) დედისგან, რომელსაც ეს დაავადება ორსულობისას განუვითარდა.
პარაზიტი აზიანებს ძირითადად ნერვულ სისტემას, თვალებს, ჩონჩხის კუნთებს და გულს.
ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი, სპეციფიური სიმპტომი არ არსებობს. იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში ის ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან არასპეციფიური სიმპტომებით – დაღლილობა, ცხელება და გადიდებული ლიმფური კვანძები (ყველაზე ხშირად კისრის ლიმფური კვანძები).
ორსულთა უმეტესობაში მწვავე ტოქსოპლაზმოზი ასიმპტომურია. ნაყოფის დაზიანება ხდება ტრანსპლაცენტური გადაცემის დროს დედისგან, რომელიც ორსულობის დროს დაინფიცირდა. ტოქსოპლაზმოზი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ასოცირდება ნაადრევი მშობიარობისა და სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკთან.
ტოქსოპლაზმოზის ზემოქმედების შემთხვევაში ნაყოფში შეიძლება განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
ციტომეგალოვირუსი არის ჰერპეს ვირუსების ჯგუფში შემავალი ინფექცია. CMV-ს განკურნება არ არსებობს, მაგრამ ის თავისთავად უმჯობესდება ძალიან სწრაფად და არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს – თუ ორსულად არ ხართ.
თუ ორსული არის ინფექციის მატარებელი, შესაძლოა ინფექცია გადაეცეს ნაყოფსაც.
CMV არის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც გადაეცემა ტრანსპლაცენტარულად.
ციტომეგალოვირუსის გართულებები ბავშვებში:
მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV) უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი.
ჰერპესის ორი სახეობა არსებობს: HSV-1, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ბუშტუკები პირის ღრუში, მაგრამ ასევე შეიძლება გადავიდეს სასქესო ორგანოებში. HSV-2 ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც იწვევს გენიტალურ ჰერპესს და შეიძლება გამოიწვიოს ბუშტუკები ან ღია წყლულები სასქესო ორგანოებზე ან ანუსზე. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პირის ღრუს ჰერპესი.
ჰერპესი ბავშვს შეიძლება გადაეცეს რამდენიმე გზით:
ორსულ ქალებში მარტივი გენიტალური ჰერპესი არის საკეისრო კვეთის ჩვენება.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ვირუსით ნაყოფის ინტრაუტერიული ინფექცია ზრდის ნაყოფის სიკვდილის რისკს, შეიძლება აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობა, მიკროცეფალია ან ჰიდროცეფალია, ცენტრალური ნერვული სისტემისა და თვალის დეფექტები. ასევე შეინიშნება ვეზიკულური გამონაყარი.
პერინატალური და პოსტნატალური გადაცემა იწვევს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარებას, რომელიც გავლენას ახდენს თვალებზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, ოროფარინგეალური ლორწოვან გარსზე. შესაძლოა განვითარდეს მენინგოენცეფალიტი ცხელებით, კრუნჩხვები, ნევროლოგიური დარღვევები. ასევე დაფიქსირდა ახალშობილებში ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული სეფსისის შემთხვევები.
პროფილი ემსახურება TORCH-ინფექციების პრევენციასა და დიაგნოსტიკას, მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრით.
ბავშვისთვის ყველაზე დიდი რისკია, თუ ჰერპესის პირველი აფეთქება აღინიშნება ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში ორსულს აქვს ნაკლები ანტისხეული ვირუსთან საბრძოლველად და ვირუსი პერსისტირებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
პროფილი ემსახურება TORCH-ინფექციების პრევენციასა და დიაგნოსტიკას, მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრით.
TORCH პანელი არის სკრინინგ ტესტი, რომელიც აღმოაჩენს ანტისხეულებს, რომლებიც მიმართულია აღწერილი პათოგენების წინააღმდეგ. უმჯობესია ტესტის გაკეთება ჩასახვამდე.
გამოვლენილი ანტისხეულების კლასიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს ინფექციის სტადია, იმუნიტეტის არსებობა ან არარსებობა. TORCH პროფილური კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია ასევე ორსულ ქალებში, რომლებსაც აქვთ TORCH ინფექციაზე ეჭვი (მაგ. კანზე გამონაყარი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა ციტომეგალოვირუსის ან ტოქსოპლაზმოზის შესაძლო გრიპის მსგავსი სიმპტომები) და TORCH სინდრომის ნიშნების მქონე ახალშობილებში.
აქტიური ინფექციის დადასტურებას შეიძლება დასჭირდეს უფრო სპეციფიკური დამატებითი ტესტები.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებით სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც, სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
https://www.webmd.com/children/what-is-torch-syndrome
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია