
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾34.00 Original price was: ₾34.00.₾30.60Current price is: ₾30.60.
თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) არის გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილის ბაზოფილურ უჯრედებში. TSH გამოიყოფა თავისუფალი ტრიიოდთირონინისა და თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის ცვლილების საპასუხოდ უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. იგი შედგება ორი – α და β ჯაჭვისგან. α ჯაჭვი საერთოა TSH, ფოლიკულ-მასტიმულირებელი (FSH), მალუთეინიზებელი (LH) და ქორიონული გონადოტროპული ჰორმონებისთვის (hCG). ბეტა ჯაჭვი განსხვავებულია და განაპირობებს ბიოქიმიურ სპეციფიკას. TSH-ს გააჩნია სეკრეციის ცირკადული რითმი, რომელსაც აკონტროლებს ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული TSH-რილიზინგ ჰორმონი (TRH).
TSH-ის დონე მაღალია პირველადი ჰიპოთირეოზის დროს.
თუ არსებობს ჰიპოთირეოზის აშკარა ნიშნები, მაგრამ TSH დონე არ არის მომატებული, საეჭვოა მეორეული (ცენტრალური) ჰიპოთირეოზი ჰიპოპიტუიტარიზმის დროს. ამ შემთხვევაში TSH-ის ბიოლოგიური აქტივობა დაბალია.
TSH-ის შემცირებული დონე გვხვდება ჰიპერთირეოზის დროს.
ორსულებში აღინიშნება TSH-ის დონის შემცირების ტენდენცია.
ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში TSH-ის დათრგუნვის სიხშირე, ჰიპერთირეოზით დაავადებულ პაციენტებთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება არ აღენიშნება.
TSH-ის კონცენტრაცია ოდნავ იზრდება ასაკთან ერთად.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |