ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Strongyloides stercoralis | ანტისხეულები (სტრონგიოლოიდოზი)

ცნობილი როგორც:Strongyloides stercoralis | ანტისხეულები (სტრონგიოლოიდოზი)
SKU: 1546

105.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

Strongyloides stercoralis | ანტისხეულების ტესტი

ტესტი გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარაზიტის პირდაპირი აღმოჩენა რთულია. ტესტი აფასებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს Strongyloides-ის მიმართ.

Strongyloides stercoralis პარაზიტული ჭიაა, რომელიც იწვევს სტრონგილოიდოზს.

ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს , მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, კანის გამონაყარი, ხველა.

იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში (სტეროიდული თერაპია, ტრანსპლანტაცია) ინფექცია შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში, რაც ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას ქმნის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

Strongyloides stercoralis-ის კვლევა ტარდება მაშინ, როცა არსებობს კლინიკური ან ლაბორატორიული ეჭვი ინფექციაზე:

  • სიმპტომების არსებობისას — ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, კანის გამონაყარი („larva currens“), ხველა
  • ეოზინოფილიის აღმოჩენისას — სისხლის ანალიზში მაღალია ეოზინოფილების მაჩვენებელი
  • იმუნოსუპრესიის დროს — სტეროიდული თერაპია, ორგანოს ტრანსპლანტაცია, ჰიპერინფექციის მაღალი რისკი
  • მოგზაურობის შემდეგ — ტროპიკულ ან სუბტროპიკულ რეგიონებში ყოფნისას
  • პრევენციული სკრინინგი — მაღალი რისკის ჯგუფებში, განსაკუთრებით იმუნოსუპრესირებულებში

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ანტისხეულების დადებითი მაჩვენებელი მიუთითებს მიმდინარე ან გადატანილ სტრონგილოიდურ ინფექციაზე. საჭიროა დამატებითი დადასტურება (PCR, განავლის კვლევა).

თუ ანტისხეულების კვლევის შედეგი ნეგატიურია ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ადრეულ სტადიაზე ან იმუნოსუპრესირებულებში შეიძლება ანტისხეულები არ გამოვლინდეს.

გაურკვეველი ან ორაზროვანი მაჩვენებლის მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ანტისხეულების ტესტის განმეორებით ჩატარება ან კვლევის სხვა მეთოდის გამოყენება (ვესტერნბლოტინგი)

საცნობარო მნიშვნელობები

Strongyloides stercoralis ძირითადად აზიანებს წვრილ ნაწლავსა და ფილტვებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში. ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სტრონგილოიდესის ანტისხეულების ტესტი არის სკრინინგისა და დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი, მაგრამ შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან და დამატებით კვლევებთან ერთად.

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button