
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
ტესტი გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარაზიტის პირდაპირი აღმოჩენა რთულია. ტესტი აფასებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს Strongyloides-ის მიმართ.
Strongyloides stercoralis პარაზიტული ჭიაა, რომელიც იწვევს სტრონგილოიდოზს.
ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს , მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, კანის გამონაყარი, ხველა.
იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში (სტეროიდული თერაპია, ტრანსპლანტაცია) ინფექცია შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში, რაც ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას ქმნის.
Strongyloides stercoralis-ის კვლევა ტარდება მაშინ, როცა არსებობს კლინიკური ან ლაბორატორიული ეჭვი ინფექციაზე:
ანტისხეულების დადებითი მაჩვენებელი მიუთითებს მიმდინარე ან გადატანილ სტრონგილოიდურ ინფექციაზე. საჭიროა დამატებითი დადასტურება (PCR, განავლის კვლევა).
თუ ანტისხეულების კვლევის შედეგი ნეგატიურია ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ადრეულ სტადიაზე ან იმუნოსუპრესირებულებში შეიძლება ანტისხეულები არ გამოვლინდეს.
გაურკვეველი ან ორაზროვანი მაჩვენებლის მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ანტისხეულების ტესტის განმეორებით ჩატარება ან კვლევის სხვა მეთოდის გამოყენება (ვესტერნბლოტინგი)
Strongyloides stercoralis ძირითადად აზიანებს წვრილ ნაწლავსა და ფილტვებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში. ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სტრონგილოიდესის ანტისხეულების ტესტი არის სკრინინგისა და დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი, მაგრამ შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ სურათთან და დამატებით კვლევებთან ერთად.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
