Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საშარდე გზების ინფექციების პროფილი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Urine tract infection profile
SKU: P0001U

Original price was: ₾133.00.Current price is: ₾98.00.

საკვლევი მასალა: შარდი და სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია

საშარდე გზების ინფექცია (UTI) წარმოადგენს თირკმელების, შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის ინფექციურ დაავადებას. საშარდე გზების ინფექციის (UTI) ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ინფექციური ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფიცირებით. პიელონეფრიტი წარმოადგენს თირკმელის ინფექციურ დაავადებას, რომელიც ხშირად აღმავალი ბაქტერიული ინფექციის შედეგადაა განვითარებული, ხოლო ურეთრიტი წარმოადგენს შარდსადენი მილის ინფექციის გავლენით გამოწვეულ ანთებით დაავადებას.:

საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება და საშარდე გზების ინფექციების პროფილში შედის შემდეგი კვლევები:

  • შარდის საერთო ანალიზი არის ყოვლისმომცველი კვლევა, რომლის დროსაც დგინდება შარდის ზოგადი თვისებები, მისი ფიზიკოქიმიური მახასიათებლები და ტარდება ნალექის მიკროსკოპია.

ანალიზისას მოწმდება შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, მჟავიანობის ინდექსი (pH), აგრეთვე ცილის, ნაღვლის პიგმენტების, გლუკოზის, კეტონური სხეულებისა და ჰემოგლობინის არსებობა. გარდა ამისა, ტარდება შარდის ნალექის მიკროსკოპია – არაორგანული ნივთიერებებისა და სისხლის უჯრედების – ერითროციტების, ლეიკოციტების და საშარდე გზების ამომფენი უჯრედების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.

  • შარდის მიკროსკოპული გამოკვლევა ტარდება სუფთა შარდის ნალექზე, გამოყოფიდან მაქსიმუმ 4 საათის შემდეგ. მიკროსკოპიის მიზანია ლეიკოციტების, ერითროციტების, საშარდე გზების ამომფენი ეპითელური უჯრედების, მარილების, ბაქტერიების, ცილინდრების, სოკოების და სხვა არაორგანული ნივთიერებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.
  • სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.ექიმი გამოიყენებს აღნიშნულ კვლევას ზედა ტრაქტის საშარდე ინფექციების იდენტიფიცირებისათვის.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე – ედს-ი (ESR) – პირდაპირპროპორციულია ერითროციტების მასის, ერითროციტებისა და პლაზმის სიმკვრივის სხვაობის და უკუპროპორციულია პლაზმის სიბლანტისა. ლეიკოციტოზთან და ლეიკოციტების ფორმულის შესაბამის ცვლილებებთან ერთად, გაზრდილი ედს-ი არის ორგანიზმში ინფექციური და ანთებითი პროცესების არსებობის საიმედო ნიშანი. აუტოიმუნური დაავადებების დროს ედს-ის გაზომვა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ დაავადების ეტაპი (გამწვავება ან რემისია), შევაფასოთ მისი აქტივობა და მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, ედს– ის მომატება არ არის ამა თუ იმ დაავადების სპეციფიური მაჩვენებელი. ამის მიუხედავად, პათოლოგიაში მის ცვლილებებს აქვს დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა და შეიძლება მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გახდეს.

  • შარდის კულტურა (უროკულტურა/ბაქტერილოგიური გამოკვლევა) არის ანალიზი, რომლის დროსაც მასალა შარდის ნიმუშიდან ითესება ბაქტერიოლოგიურ ნიადაგზე, რათა აღმოვაჩინოთ და განვსაზღვროთ ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს (სგი).

აქციის ფარგლებში  შეგიძლიათ ჩაიტაროთ “საშარდე გზების ინფექციების პროფილი” 98 ლარად, ნაცვლად 123 ლარისა

როდის ჩავიტაროთ გამოკვლევა?

საშარდე გზების ინფექცია ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უფრო ხშირია ქალებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალებში შარდსადენი (მილაკი, რომელიც შარდს გამოიტანს) უფრო მოკლეა და ანუსთან ახლოს, სადაც გავრცელებულია E. coli ბაქტერია. ხანდაზმულებს ასევე აქვთ ცისტიტის განვითარების მაღალი რისკი. ეს გაზრდილი რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის არასრული დაცლით.

საშარდე გზების ინფექციის (UTI) სიმპტომები:
საშარდე გზების ინფექცია იწვევს საშარდე გზების ლორწოვანი გარსის სიწითლეს და გაღიზიანებას (ანთებას), რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
• ტკივილი ფერდქვეშა,მუცლის ან მენჯის არეში.
• გახშირებული შარდვა,შარდის შეუკავებლობა.
• მტკივნეული შარდვა (დიზურია) და სისხლი შარდში.
• ღამით შარდვა
• მომატებული მგრძნობელობა კოსტოვერტებრალურ კუთხეში
• ზურგის ტკივილი

სხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საშარდე გზების ინფექციასთან, მოიცავს:
• ტკივილი სექსის დროს.
• ცხელება
• დაღლილობა.
• ღებინება.
• ფსიქიკური ცვლილებები ან დაბნეულობა.

რისკ-ფაქტორები:
• სექსუალური აქტივობა
• სპერმიციდების გამოყენება
• პოსტ-მენოპაუზის პერიოდი
• UTI-ების დადებითი ოჯახური ანამნეზი
• რეციდიული UTI-ის ანამნეზი
• უცხო სხეულის არსებობა
• სუსტი რისკ-ფაქტორები
• ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი
• ცხოვრების განმავლობაში გადატანილი საშარდე გზების ინფექციების (UTI) მაღალი რიცხვი
• ბოლო დროს მიღებული ანტიბიოტიკები
• შარდის ბუშტის არასრული დაცლა
• ხანდაზმული ასაკი

საშარდე გზების ინფექციები გამოწვეულია მიკროორგანიზმებით. Escherichia coli არის 70%-დან 95% გაურთულებელი შემთხვევის მიზეზი, ხოლო Staphylococcus saprophyticus – 5%-დან 20%-ის. გაურთულებელი UTI-ის სხვა გამომწვევი პათოგენებია ენტერობაქტერიები, როგორიცაა Proteus mirabilis და Klebsiella-ს სახეობები, ენტეროკოკები, B ჯგუფის სტრეპტოკოკები, Pseudomonas aeruginosa და Citrobacter genus.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შარდის შეგროვებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის ჩატარება (უმჯობესია სარეცხის საპნის გამოყენება):

  • ქალებში – შარდის შეგროვებამდე საჭიროა გინეკოლოგიური ტამპონის საშოში ჩასმა.
  • მამაკაცებში – გარე სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტი ასოს თავის გახსნით.
  • ჩვილებში – სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ, მიზანშეწონილია შარდის შეგროვება შარდმიმღებში. საფენებიდან გამოწურული შარდის გამოკვლევა შეუძლებელია. შარდი გროვდება სპეციალურ კონტეინერში ან სუფთა გარეცხილ მინის კონტეინერში.

შარდის საერთო ანალიზი

  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის უნდა შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:

    • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
    • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
    • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.
    • ანალიზისთვის უნდა შეგროვდეს დილის პირველი შარდი ან, თუ ეს შეუძლებელია, უნდა შეგროვდეს შარდი წინა მოშარდვიდან მინიმუმ 4 საათის შემდეგ.
    • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
    • შარდის პირველი პორცია არ უნდა იქნას აღებული და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-20 მლ ოდენობით. არ შეაგროვოთ შარდის ბოლო პორცია !
    • ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე !
    • არ შეეხოთ კონტეინერის შიდა კედლებს !
    • ჩვილებში – პერიურეთრალური მიდამოს სარეცხი საპნით და წყლით ჩამობანის ან დეზინფექციური ხელსახოცით გაწმენდის და სუფთა, მშრალი პირსახოცით შემშრალების შემდეგ მიზანშეწონილია შარდის შეგროვება შარდმიმღებში. საფენებიდან გამოწურული შარდის გამოკვლევა შეუძლებელია. შარდი შარდმიმღებიდან გადაიტანეთ სტერილურ კონტეინერში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
    • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, +2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
    • იმ შემთხვევაში, თუ შარდი მოთავსებულია სტერილურ კონტეინერში, რომელშიც არის კონსერვანტი (მაგ. ბორის მჟავა), შარდის შენახვა მაცივარში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი და შარდი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

რესურსები

  • US Department of Health and Human Services, National Institute of Diabetes and Digestive and Kidney Diseases. Bladder Infection (Urinary Tract Infection—UTI) (https://www.niddk.nih.gov/health-information/urologic-diseases/bladder-infection-uti-in-adults/definition-facts) in Adults. Accessed 10/21/2021.
  • American Urological Association, Urology Care Foundation. What is a Urinary Tract Infection (UTI) in Adults? (https://www.urologyhealth.org/urologic-conditions/urinary-tract-infections-in-adults) Accessed 10/21/2021.
  • Centers for Disease Control and Prevention. Urinary Tract Infection. (https://www.cdc.gov/antibiotic-use/community/for-patients/common-illnesses/uti.html) Accessed 10/21/2021.
  • US Department of Health and Human Services, Office on Women’s Health. Urinary tract infections. (https://www.womenshealth.gov/a-z-topics/urinary-tract-infections) Accessed 10/21/2021.
  • Merck Manual. Overview of Urinary Tract Infections (UTIs). (https://www.merckmanuals.com/home/kidney-and-urinary-tract-disorders/urinary-tract-infections-utis/overview-of-urinary-tract-infections-utis) Accessed 10/21/2021.
  • US Department of Health and Human Services, Office of Population Affairs. Urinary Tract Infection (UTI). (https://www.hhs.gov/opa/reproductive-health/fact-sheets/urinary-tract-infections/index.html) Accessed 10/21/2021.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button