ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾440.00
ფონ ვილებრანდის ფაქტორი სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია, რომელიც აინიცირებს სისხლის შედედებას, კერძოდ კი თრომბოციტების ადჰეზიას (შეწებებას).
ფონ ვილებრანდის დამშლელი პროტეაზა ADAMTS-13 (eng. a disintegrin and metalloproteinase with a thrombospondin type 1 motif, member 13) – მეტალოპროტეაზაა, რომელიც ზღუდავს სისხლის ნაკადში მიკროთრომბებისა და და თრომბოციტების აგრეგატების ჩამოყალიბებას, ვილებრანდის ფაქტორის გახლეჩის გზით.
აღნიშნული პროტეაზის (ფერმენტის) დეფიციტი ვითარდება მისი მაკოდირებელი გენის -ADAMTS-13 დეფიციტის, ან პროტეაზას მოლეკულების მიმართ აუტოანტისხეულების განვითარებით. გამოწვეული.
ტესტი იკვლევს ADAMTS-13 პროტეაზის (ფერმენტის) აქტივობას – მის მიერ ვილებრანდის ფაქტორის დაშლის უნარს, ან პროტეაზისადმი ანტისხეულების არსებობას. თუ ADAMTS-13 პროტეაზის აქტივობა დაქვეითებულია (ADAMTS-13 გენის მუტაციის ან პროტეაზის მიმართ ანტისხეულების განვითარების გამო) აღინიშნება სისხლში ვილებრანდის ფაქტორის დიდი მოლეკულების დაგროვება, რაც იწვევს მცირე კალიბრის სისხლძარღვებში თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას) და თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის ჩამოყალიბებას. ეს კვლევა სწორედ თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის სადიაგნოსტიკოდ და სხვა დაავადებებისაგან დიფერენცირებისათვის გამოიყენება.
პაციენტის მომზადება: კვლევის ჩატარება უმჯობესია დაავადების გამწვავების დაწყებამდე, რემისიის ფაზაში.
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი.
ანტისხეულები: <12 ერთეული/მლ
აქტივობა: 0.40 – 1.30 სე/მლ
ანტიგენი 0.41 – 1.41 სე/მლ
ADAMTS-13 აქტივობის შეფასება უზრუნველყოფს თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოსტირებას დაავადების მწვავე ფაზაში, მაშინ როცა პროტეაზული ანტიგენის განსაზღვრა გვაძლევს ინფორმაციას დაავადების დაავადების სტატუსზე.
დაავადების რემისიის დროს ანტიგენის დონე ბევრად მალე უბრუნდება ნორმას, ვიდრე აქტივობა.
ADAMTS-13 პროტეაზის მუდმივი ან განმეორებითი დეფიციტი რემისიის დროს, მიუთითებს დაავადების გამწვავების მომატებულ რისკზე.
ADAMTS-13 პროტეაზის აქტივობის ცრუ ნორმული მაჩვენებელი შესაძლებელია დაფიქსირდეს, თუ კვლევა ტარდება უშუალოდ პლაზმაფერეზის ან სისხლის გადასხმის შემდეგ.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები