ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾255.00 Original price was: ₾255.00.₾90.00Current price is: ₾90.00.
*ტესტი ხელისაწვდომია მხოლოდ ცენტრალურ ფილიალში, მისამართი: წინანდლის 9
ნარკოტესტი გამოიყენება ორგანიზმში ერთი ან რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოსაჩენად.
საკვლევ ნიმუშად სხვადასხვა მასალა გამოიყენება (სისხლი, თმა, ოფლი, ნერწყვი, შარდი), თუმცა შარდით ტესტირება პრაქტიკული, მარტივი და ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის აღმოჩენა შარდში შესაძლებელია ნივთიერებების ბოლო მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი.
ორგანიზმში ნარკოტიკის დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია:
ნარკოტიკული ტესტირება ადგენს, ამა თუ იმ ნივთიერების კონცენტრაციას ორაგნიზმში, თუმცა, მას არ შეუძლია დაადგინოს დამოკიდებულება მედიკამენტზე.
საკვლევი მასალა: შარდი
კვლევისთვის მომზადება: აუცილებელია ექიმის ინფორმირება, ყველა სარეცეპტო მედიკამენტებზე, არასარეცეპტო მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე, რომელსაც შესაძლოა იღებდეს პაციენტი, რადგან ეს ნივთიერებები ზოგჯერ გავლენას ახდენს ტესტის პასუხზე. რეკომენდებულია ყაყაჩოს თესლის შემცველი პროდუქტების მიღებისგან ტავის არიდება, ტესტირებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში, რადგან მასში შემავალი ოპიატები გავლენას იქონიებს ტესტის შედეგებზე.
თუ ტესტის შედეგები უარყოფითია, ეს ნიშნავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა შარდის ნიმუშში, ან აღმოჩნდა უნიშვნელო რაოდენობა, რაც არასაკმარისია პოზიტიური მნიშვნელობის მინიჭებისთვის.
თუ ნარკოტესტი დადებითია ერთ ან რამდენიმე ნივთიერებაზე, ეს მიუთითებს აღნიშნული ნარკოტიკის მოხმარებაზე ან მედიკამენტის ბოროტად გამოყენებაზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |