ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

“პოსტკორონა” (ძირითადი პანელი)

ცნობილი როგორც:”პოსტკორონა” (ძირითადი პანელი)
SKU: P0002C

135.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ზოგადი ინფორმაცია

“პოსტკორონა”-ს ძირითადი პანელის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნახოთ, თუ რა გავლენა იქონია „COVID-19“ ვირუსულმა ინფექციამ მასზე.

„COVID-19“ არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით (ე.წ „კორონა“ ვირუსით) და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობებით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელთა დადგენაც (ცვლილებების მონიტორინგი) შესაძლებელია სისხლის სპეციფიური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 10%-ს ახასიათებს გახანგრძლივებული სიმპტომები ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 1,5-2%-ში ამ სიმპტომების ხანგრძლივობა გრძელდება სამ თვემდე. აღწერილია სხვადასხვა სახის გახანგრძლივებული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება, ხველა და/ან ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს მეორად ინფექციას, ანთებას, „COVID-19“ ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დაზიანებებს ან მანამდე უკვე არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პროფილში შედის კვლევები, რომლებიც დაგეხმარებათ გახანგრძლივებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენაში. გარდა ამისა, „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და სურს შეამოწმოს სისხლის მნიშვნელოვანი მარკერები, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ნორმის ფარგლებშია. პანელში შედის ბიომარკერები ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა გულის, თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების დაზიანება, აგრეთვე ანთება, ინფექცია და დიაბეტი.

„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პარამეტრებია:

ანტისხეულები კორონავირუსის SARS–Cov -2 (ას IgG; IgM;IgA  საერთო მაჩვენებელი) 
სისხლის საერთო ანალიზი + ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე)
D დიმერი
C რეაქტიული ცილა (CRP)
ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)
ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)
კრეატინინი
გლუკოზა
ფერიტინი
ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH)

პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.

აქციის ფარგლებში „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის ფასია 135 ლარი, ნაცვლად 270 ლარისა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თუ კვლავ გაწუხებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ან მუცლის ტკივილი და გსურთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა რაიმე გართულება.
  • თუ გაქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები და გსურთ გაიგოთ, არის თუ არა ეს დაკავშირებული მიმდინარე ანთებასთან. ანთებითი კომპონენტების ნორმიდან გადახდრილი დონე შეიძლება იყოს „პოსტკოვიდური სინდრომის“ სიმპტომების ძირითადი მიზეზი.
  • აღგენიშნებათ ისეთი თანმხლები მდგომარეობა, როგორიცაა ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები და ამის გამო მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, და გსურთ სისხლის მარკერების საშუალებით განსაზღვროთ ხომ არ გაუარესდა ზემოთ აღნიშნული რომელიმე მდგომარეობა. ადრეული დიაგნოსტირება დაგეხმარებათ დაავადების სწორად მართვაში და სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევაში.
  • გაქვთ „COVID-19“ ინფექციური დაავადება და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით გსურთ აკონტროლოთ სისხლის კომპონენტების დონეები. სისხლის მარკერების დახმარებით შესაძლებელია არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის მიღება.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტის პარამეტრებმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური:

• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან ადრე გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button