ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾310.00
პანტოთენის მჟავა – B5 ვიტამინი ნახშირწყლების და ცხიმების დაშლაში მონაწილე ვიტამინია. ის მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი სისხლის უჯრედების წარმოქმნაში, ასევე სასქესო და სტერული ჰორონების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებაში. B5 ვიტამინი კოენზიმ A-ს სტრუქტურული ერთეულია.
პანტოთენის მჟავის ანუ B5 ვიტამინის საჭიროება სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია. პანტოთენის მჟავას ბუნებრივად შეიცავს მტელი რიგი საკვები: ხორცი, კვერცხი, რძე, ზღვის პროდუქტი, სოკო, ავოკადო, ბროკოლი, კარტოფილი, თხილეული, მზესუმზირა, მარცვლეული და სხვა.
როგორც წესი პანტოთენის მჟავას დეფიციტი იშვიათია და ადამიანები საკმარისად იღებენ მას საკვებიდან, თუმცა, მისი დეფიციტი მაინც შესაძლოა განვითარდეს. ადამიანები იშვიათი გენეტიკური დაავადებით – პანტოთენკინაზასთან ასოცირებული ნეიროდეგენერაციით – ვერ ითვისებენ მიღებულ პანტოთენის მჟავას (B5 ვიტამინს), რაც იწვევს დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვიტარებას. B5 ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს: კიდურების დაბუჟების ან წვის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე და დაღლილობა, შფოთვა-მოუსვენრობა, უძილობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა-ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება.
პანტოთენის მჟავას დეფიციტი დგინდება სისხლში მისი შემცველობის განსაზღვრით.
B5 ვიტამინის დეფიციტი იშვიათია და მისი განვიტარება როგორც წესი მძიმე მალნუტრიციასთანაა ასოცირებული.
კვლევის ჩატარება საჭიროა შემდეგი სიმპტომებისას:
სისუსტე
უძილობა
თავის ტკივილი
დეპრესია
გაღიზიანებადობა
გულისრევა-ღებინება
მუცლის ტკივილი
ხელ-ფეხის დაბუჟება ან წვა
ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები