Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3, ვიტამინი PP, ნიაცინი)

ცნობილი როგორც:ვიტამინი B3, ვიტამინი PP, ნიაცინი
SKU: 724

180.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ნიაცინი ანუ B3 ვიტამინი წყალში ხსნადი ვიტამინია.  ნიკოტინამიდი ნიაცინის წარმოებული სუბსტანციაა, რომელიც კოენზიმების – ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდის (NAD) და ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატის  (NADP) შემადგენლობაში.

აღნიშნულ  კოენზიმებში ნიკოტინამიდი ასრულებს ელექტრონის მიმღების ან დონორის როლს, ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.

ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი (NAD) წარმოადგენს  ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და ალკოჰოლის დაშლაში (კატაბოლიზმში) მონაწილე ფერმენტბის კოფაქტორს.

ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატი  (NADP) მონაწილეობს  ცხიმოვანი მაკრომოლეკულების  და ქოლესტეროლის სინთეზში (ანაბოლიზმში) . კვლევებით დადგენილია, რომ ნიკოტინამიდი მონაწილეობს დნმ-ის რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებშიც.

ნიკოტინის მჟავაც და ნიკოტინამიდიც მიიღება საკვები პროდუქტებიდან.  ნიაცინის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს  ნორმალური კვებითი რაციონის დარღვევებისას ან საკვებში ამინომჟავა ტრიპტოფანის დეფიციტისას. ტრიპტოფანი მიიღება ცილის დაშლის შედეგად და შესაძლოა გარდაიქმნას ნიკოტინამიდად, ღვიძლის ფერმენტების ზემოქმედებით, რომლებსაც კოფაქტორებად ესაჭიროება ვიტამინი B6, B2 და რკინა. ამ ნაერთების დეფიციტმა შესაძლებელია ნიკოტინამიდის დეფიციტიც გამოიწვიოს.

 

სინონიმები:

  • ნიაცინი
  • ნიკოტინამიდი
  • ნიკოტინის მჟავა

 

ჰარტნაპის დაავადება – ტრიპტოფანის აბსორბციის გენეტიკური დარღვევა, შესაძლოა ნიაცინის დეფიციტის მიზეზი გახდეს.

 

კარცინოიდული სინდრომის დროს ხდება ტრიპტოფანისგან სეროტონინის წარმოების გაძლიერება, რამაც შესაძლოა ნიკოტინამიდის დეფიციტის განვითარება გამოიწვიოს.

 

იზონიაზიდით გახანგრძლივებული მკურნალობა – ასევე იწვევს ნიკოტინამიდის დეფიციტს.

 

 

სიმპტომები

 

ნიაცინის დეფიციტი აზიანებს კანს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნერვულ სისტემას.

ნიაცინის მწვავე დეფიციტი, ცნობილი როგორც პელაგრა,ასოცირებულია შემდეგ სიმპტომებთან:

  • დერმატიტი
  • დიარეა
  • დემენცია
  • სიკვდილი (იშვიათად)

პელაგრის დერმატიტი ხასიათდება კანის გასქელება-გარქოვანებით, მუქი პიგმენტაციით რაც ვითარდება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

მომნელებელი სისტემის სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისრევა-ღებინება, დიარეა ან შეკრულობა, ენის ჰიპერემია (სიწითლე).

ნევროლოგიური დარღვევევბიდან პელაგრის დროს აღინიშნება: აპათია, უენერგიობა, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია, მეხსიერების ცვლილებები.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები: 8,0- 52,0 ნგ/ლ

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button