ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾545.00
ანტი-ნეირონული ანტისხეულები წარმოადგენს პარანეოპლაზიურ ნევროლოგიურ სინდრომებთან დაკავშირებული აუტოანტისხეულების განსაკუთრებულ კატეგორიას.
პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომები თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს, თუმცა არ წარმოადგენს ძირითადი ან მეტასტაზური სიმსივნით გამოწვეულ მდგომარეობას, არ აქვს სისხლძარღვოვანი ან ინფექციური წარმოშობა. ასევე არ წარმოადგენს მედიკამენტების გვერითი ეფექტების შედეგებს. ამ სინდრომების საფუძველს წარმოადგენს იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლებიც პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის კერისგან მოშორებით ვითარდება.
არსებობს რამდენიმე ტიპის ანტინეირონული ანტისხეულები:
სიმსივნის სხვადასხვა ტიპის უჯრედები სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების განვითარებას იწვევს. ამ ანტისხეულების ჯვარედინი ურთიერთქმედება ნერვული უჯრედების მსგავს ანტიგენებთან, იწვევს პარანეოპლაზიური სინდრომის განვითარებას.
პარანეოპლაზიური სინდრომი ასოცირებულია არამარტო ავთვისებიან სიმსივნეებთან, არამედ ისეთ დაავადებებთანაც, როგორიცაა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ვლინდება პანკრეასის კუნძულოვანი აუტო-ანტისხეულების ჯვარედინი აქტივობა თავის ტვინის რუხი ნივთიერების მიმართაც.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ ან კვების შემდეგ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები
– ამფიფიზინი : უარყოფითი
– CV2 : უარყოფითი
– Ma2/Ta : უარყოფითი
– Ri : უარყოფითი
– Yo : უარყოფითი
– Hu : უარყოფითი
ანტინეირონული ანტისხეულების კვლევისას, პოზიტიური შედეგების მიღებისას აუცილებელია პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომის გამომწვევი სიმსივნის ძიება, მაშინაც კი, თუ სიმსივნის აშკარა ნიშნები არ არსებობს.
განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის, ძუძუს და გინეკოლოგიურ სიმსივნეებს.
ანტი-Hu IgG ანტისხეულების მაჩვენებელი შესაძლოა იყოს პოზიტიური, ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის გარეშეც, ბავშვებში ნაწლავური პათოლოგიებით, ენცეფალიტით და ნათხემის ატაქსიით.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |