
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾545.00
კვლევა განსაზღვრავს პარანეოპლაზიურ ნევროლოგიურ სინდრომებთან ასოცირებულ ანტი-ნეირონულ აუტოანტისხეულებს ცერებრო-სპინალურ სითხეში (CSF). პანელი მოიცავს Hu (ANNA-1), Yo (PCA-1), Ri (ANNA-2), CV2/CRMP5, Amphiphysin და Ma2/Ta ანტისხეულებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას სიმსივნის ფონზე განვითარებული იმუნური პასუხის შედეგად და გამოიწვიოს ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება.
პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომები თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს, თუმცა არ წარმოადგენს ძირითადი ან მეტასტაზური სიმსივნით გამოწვეულ მდგომარეობას, არ აქვს სისხლძარღვოვანი ან ინფექციური წარმოშობა. ასევე არ წარმოადგენს მედიკამენტების გვერითი ეფექტების შედეგებს. ამ სინდრომების საფუძველს წარმოადგენს იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლებიც პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის კერისგან მოშორებით ვითარდება.
არსებობს რამდენიმე ტიპის ანტინეირონული ანტისხეულები:
სიმსივნის სხვადასხვა ტიპის უჯრედები სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების განვითარებას იწვევს. ამ ანტისხეულების ჯვარედინი ურთიერთქმედება ნერვული უჯრედების მსგავს ანტიგენებთან, იწვევს პარანეოპლაზიური სინდრომის განვითარებას.
პარანეოპლაზიური სინდრომი ასოცირებულია არამარტო ავთვისებიან სიმსივნეებთან, არამედ ისეთ დაავადებებთანაც, როგორიცაა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ვლინდება პანკრეასის კუნძულოვანი აუტო-ანტისხეულების ჯვარედინი აქტივობა თავის ტვინის რუხი ნივთიერების მიმართაც.
პაციენტის მომზადება:კვლევა ტარდება უზმოდ ან კვების შემდეგ
საკვლევი მასალა:ცერებრო-სპინალური (თავ-ზურგტვინის) სითხე
ანტინეირონული ანტისხეულების კვლევისას, პოზიტიური შედეგების მიღებისას აუცილებელია პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომის გამომწვევი სიმსივნის ძიება, მაშინაც კი, თუ სიმსივნის აშკარა ნიშნები არ არსებობს.
განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის, ძუძუს და გინეკოლოგიურ სიმსივნეებს.
ანტი-Hu IgG ანტისხეულების მაჩვენებელი შესაძლოა იყოს პოზიტიური, ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის გარეშეც, ბავშვებში ნაწლავური პათოლოგიებით, ენცეფალიტით და ნათხემის ატაქსიით.
რეფერენტული ნორმები
– ამფიფიზინი : უარყოფითი
– CV2 : უარყოფითი
– Ma2/Ta : უარყოფითი
– Ri : უარყოფითი
– Yo : უარყოფითი
– Hu : უარყოფითი
პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომები იშვიათი აუტოიმუნური დაავადებებია, რომლებიც შეიძლება სიმსივნის პირველ კლინიკურ გამოვლინებამდე ბევრად ადრე განვითარდეს. შესაბამისი ანტისხეულების აღმოჩენა ხელს უწყობს:
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
