Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნეირონული ანტისხეულების პროფილი (Hu, Yo, Ri, CV2, Amphiphysin, Ma2/Ta) – პარანეოპლაზიური სინდრომი

ცნობილი როგორც:ნეირონული ანტისხეულები (Hu, Yo, Ri, CV2, Amphiphysin, Ma2/Ta)
SKU: 1499

545.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ანტი-ნეირონული ანტისხეულები წარმოადგენს პარანეოპლაზიურ ნევროლოგიურ სინდრომებთან დაკავშირებული აუტოანტისხეულების განსაკუთრებულ კატეგორიას.

პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომები თან ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს, თუმცა არ წარმოადგენს ძირითადი ან მეტასტაზური სიმსივნით გამოწვეულ მდგომარეობას, არ აქვს სისხლძარღვოვანი ან ინფექციური წარმოშობა. ასევე არ წარმოადგენს მედიკამენტების გვერითი ეფექტების შედეგებს. ამ სინდრომების საფუძველს წარმოადგენს იმუნოლოგიური მექანიზმები, რომლებიც პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის კერისგან მოშორებით ვითარდება.

არსებობს რამდენიმე ტიპის ანტინეირონული ანტისხეულები:

  • ანტი-Hu IgG ანტისხეულები, ანტი-Ri IgG ანტისხეულები და ანტი-Yo  IgG ანტისხეულები (აბრევიატურები წარმოსდგება პაციენტების სახელებისგან, რომლებშიც პირველად აღმოაჩინეს ეს ანტისხეულები
  • ANNA ანტისხეულები – ანტინეირონული ანტინუკლეარული ანტისხეულები

სიმსივნის სხვადასხვა ტიპის უჯრედები სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების განვითარებას იწვევს. ამ ანტისხეულების ჯვარედინი ურთიერთქმედება ნერვული უჯრედების მსგავს ანტიგენებთან, იწვევს პარანეოპლაზიური სინდრომის განვითარებას.

  • ანტი-Hu IgG ანტისხეულები – რომელიც უკავშირდება ენცეფალომიელიტის სინდრომს ან სენსორულ ნეიროპათიას. ეს ანტისხეულები არ გვხვდება ჯანმრთელ პირებში, ისევე როგორც პაციენტებში პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომის გარეშე. ეს ანტისხეულები გვხვდება ფილტვის წვრილუჯრედოვან კიბოსთან ასოცირებული ნევროლოგიური პარანეოპლაზიური სინდრომის დროს. ანტი-Hu IgG ანტისხეულების დაბალი ტიტრი მიუთითებს დაავადების ადრეულ ფაზაზე ან ქიმიოთერაპიის დადებით ეფექტზე.
  • ანტი-Ri IgG ანტისხეულები – ყველაზე ხშირად გამოვლენილი ანტინეირონული ანტისხეულებია. სისხლსა ან თავზურგტვინის სითხეში მათი ტიტრის განსაზღვრა გამოიყენება დაუზუსტებელი გენეზის (აუტოიმუნური, პარანეოპლაზიური)  ნევროლოგიური დარღვევების სადიაგნოსტიკოდ. ეს ანტისხეულები ხშირია ძუძუს კიბოს დროს. იშვიატად გვხვდება სხვა გინეკოლოგიური ან ფილტვის კიბოს დროს.
  • ანტი-Yo IgG ანტისხეულები, იგივე პურკინიეს უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულებია, რადგან ისინი აზიანებს ნათხემის პურკინიეს უჯრედებს. აღნიშნული ანტისხეულების კვლევა უტარდებათ პაციენტებსნისტაგმით, დიზართრიით და ატაქსიით. აღნიშნული ანტისხეულების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გინეკოლოგიური, ფილტვის და მკერდის სიმსივნეების დროს.

პარანეოპლაზიური სინდრომი ასოცირებულია არამარტო ავთვისებიან სიმსივნეებთან, არამედ ისეთ დაავადებებთანაც, როგორიცაა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ვლინდება პანკრეასის კუნძულოვანი აუტო-ანტისხეულების ჯვარედინი აქტივობა თავის ტვინის რუხი ნივთიერების მიმართაც.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ ან კვების შემდეგ

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერენტული ნორმები

– ამფიფიზინი : უარყოფითი

– CV2 : უარყოფითი

–  Ma2/Ta : უარყოფითი

– Ri : უარყოფითი

–  Yo : უარყოფითი

– Hu : უარყოფითი

ანტინეირონული ანტისხეულების კვლევისას, პოზიტიური შედეგების მიღებისას აუცილებელია პარანეოპლაზიური ნევროლოგიური სინდრომის გამომწვევი სიმსივნის ძიება, მაშინაც კი, თუ სიმსივნის აშკარა ნიშნები არ არსებობს.

განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვის, ძუძუს და გინეკოლოგიურ სიმსივნეებს.

ანტი-Hu IgG ანტისხეულების მაჩვენებელი შესაძლოა იყოს პოზიტიური, ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის გარეშეც, ბავშვებში ნაწლავური პათოლოგიებით, ენცეფალიტით და ნათხემის ატაქსიით.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button