ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾270.00
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინი (MAG) უჯრედის ტრანსმემბრანული მოლეკულაა, რომელიც მხოლოდ მიელინ-შემცველ უჯრედებში )ნეირონებში) გვხვდება. მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინი ურთიერთქმედებს რეცეპტორებთან, რითაც სხვადასხვა ეფექტს ავლენს უჯრედულ ციტოჩონჩხზე (ნეიროფილამენტების ფოსფორილირების პროცესის ჩათვლით). ეს ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიელინის ფორმირებაშიც და მისი სტრუქტურის შენარჩუნებაშიც.
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინის აუტოანტისხეულები იწვევს დემიელინიზაციის პროცესებს, რაც იწვევს სენსო-მოტორული ხასიათის ნეიროპათიებს და პოლინეიროპათიებს. პოლინეიროპათიები პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დაზიანებით მიმდინარე პროცესია, როგორც წესი ორმხრივი. სენსორული (მგრძნობელობითი) ტიპის მოშლილობები როგორც წესი წინ უძღვის მოტორულ (მოძრაობით) დარღვევებს.
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინის ანტისხეულები როგორც წესი ასოცირებულია მონოკლონურ გამოპათიასთან.
პერიფერიული ნეიროპათიების სადიაგნოსტიკოდ
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინის აუტოანტისხეულების მომატებული კონცენტრაცია აღინიშნება მადემიელინიზირებელი სენსო-მოტორული ნეიროპათიების დროს. აუტოანტისხეულების ზომიერი მატება აღინიშნება გაფანტული სკლეროზის და ანთებითი ნეიროპათიებისას.
ეს აუტოანტისხეულები იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს რევმატოიდული ართრიტის და სხვა კოლაგენური დაავადებების დროსაც.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |