
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾270.00
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინის (MAG) აუტოანტისხეულები ძირითადად IgM კლასის ანტისხეულებია, რომლებიც ასოცირდება დემილინიზებულ პერიფერიულ ნეიროპათიებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს IgM მონოკლონური გამოპათია. მათი აღმოჩენა მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკისას, თუმცა შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკურ და ელექტროფიზიოლოგიურ მონაცემებთან ერთად
მიელინ-ასოცირებული გლიკოპროტეინი (MAG) უჯრედის ტრანსმემბრანული მოლეკულაა, რომელიც მხოლოდ მიელინ-შემცველ უჯრედებში – ნეირონებში გვხვდება. გლიკოპროტეინი ურთიერთქმედებს რეცეპტორებთან, რითაც სხვადასხვა ეფექტს ავლენს უჯრედულ ციტოჩონჩხზე (ნეიროფილამენტების ფოსფორილირების პროცესის ჩათვლით). ეს ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიელინის ფორმირებაშიც და მისი სტრუქტურის შენარჩუნებაშიც.
გლიკოპროტეინის საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები იწვევს დემიელინიზაციის პროცესებს, რაც იწვევს სენსო-მოტორული ხასიათის ნეიროპათიებს და პოლინეიროპათიებს. პოლინეიროპათიები პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დაზიანებით მიმდინარე პროცესია, როგორც წესი ორმხრივი. სენსორული (მგრძნობელობითი) ტიპის მოშლილობები როგორც წესი წინ უძღვის მოტორულ (მოძრაობით) დარღვევებს.
ანტისხეულები როგორც წესი ასოცირებულია მონოკლონურ გამოპათიასთან.
კვლევა ტარდება პერიფერიული ნეიროპათიების სადიაგნოსტიკოდ
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
აუტოანტისხეულების მომატებული კონცენტრაცია აღინიშნება მადემიელინიზირებელი სენსო-მოტორული ნეიროპათიების დროს. აუტოანტისხეულების ზომიერი მატება აღინიშნება გაფანტული სკლეროზის და ანთებითი ნეიროპათიებისას.
ეს აუტოანტისხეულები იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს რევმატოიდული ართრიტის და სხვა კოლაგენური დაავადებების დროსაც.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები