Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მსლ (HDL) ქოლესტეროლი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:MSL (HDL) Cholesterol | Laboratory research
SKU: 1074

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

HDL – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ე.წ. „კარგი ქოლესტეროლი“), სინთეზირდება ღვიძლში და სისხლში მოხვედრისას ძირითადად შედგება აპოპროტეინისგან (ლიპოპროტეინის ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს). HDL-ის მთავარი ფუნქციაა ჭარბი ქოლესტერინის შებოჭვა და ტრანსპორტირება ექსტრაჰეპატური (ღვიძლის გარეთა) ქსოვილებიდან ღვიძლში, შემდგომი ექსკრეციისთვის ნაღველში. LDL-თან ერთად HDL მონაწილეობს უჯრედული ქოლესტერინის დონის შენარჩუნებაში. ქოლესტერინის შებოჭვისა და მოცილების უნარის გამო, HDL-ს ანტიათეროგენული ფაქტორი ეწოდება, რადგან ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, შესაბამისად HDL-ის მაღალი დონის მქონე პაციენტებს ათეროსკლეროზის განვითარების დაბალი რისკი აქვთ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადება.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

HDL-ის მომატებული დონე:

  • ჰიპერ-ალფა ლიპოპროტეინემია;
  • ჰიპო-ბეტა ლიპოპროტეინემია;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
  • ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება;
  • ინსულინის მკურნალობა.

HDL-ის შემცირებული დონე:

  • მემკვიდრეობითი ჰიპო-ალფა ლიპოპროტეინემია;
  • Apo A-I და Apo C-III დეფიციტი;
  • ჰიპერტრიგლიცერიდემია
  • მემკვიდრეობითი ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეპატოცელულარული პათოლოგია, ქოლესტაზი;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება, ურემია, ნეფროზული სინდრომი;
  • ანემიები და ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადებები;
  • დიაბეტი;
  • შიმშილი და ანორექსია;
  • მოწევა;V
  • სტრესი;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ტრავმა;
  • სიმსუქნე.

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • დაიცავით უცვლელი დიეტა ტესტირებამდე 3 კვირის განმავლობაში;
  • შეინარჩუნეთ მუდმივი წონა;
  • არ ჭამოთ ტესტირებამდე 12-14 საათის განმავლობაში. შეგიძლიათ მხოლოდ წყლის და შავი ყავის უშაქროდ მიღება;
  • არ დალიოთ ალკოჰოლი ტესტირებამდე 72 საათის განმავლობაში;

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button