Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალციუმი Ca (იონიზირებული)

ცნობილი როგორც:Free Calcium
SKU: 1926

Original price was: ₾24.00.Current price is: ₾21.60.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

პლაზმური კალციუმის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით ნახევარი (45%) უკავშირდება ალბუმინს (და გლობულინების მხოლოდ მცირე ნაწილს) არაიონიზირებული და არადიფუზიური ფორმით, რაც მას ფიზიოლოგიურად არააქტიურ ფორმად აქცევს. კალციუმის მცირე რაოდენობა (5%) დიფუზიურია, მაგრამ არა იონიზირებული, წარმოდგენილია ციტრატის, ფოსფატის და კალციუმის ბიკარბონატის სახით. პლაზმის კალციუმის დანარჩენი ნაწილი კი გვხვდება იონური ან თავისუფალი სახით.

კალციუმის ყველა ფიზიოლოგიური ეფექტი (კუნთების შეკუმშვაში, ჰორმონის სეკრეციის მექანიზმებში, უჯრედების გაყოფაში მონაწილეობა და ა.შ.) ხორციელდება მისი იონიზირებული ფორმით (Ca2+). თავისუფალი კალციუმი შეადგენს მთლიანი კალციუმის 43-50%-ს. მისი კონცენტრაცია იცვლება დღის განმავლობაში: მინიმალური კონცენტრაცია 20:00 საათზეა, მაქსიმალური – დილის 2:00-4:00 საათზე. იონიზირებული კალციუმის დონეს ინარჩუნებს პარათირეოიდული ჰორმონი, კალციტონინი და ვიტამინი D3-ის აქტიური ფორმა. ამ ჰორმონების გამომუშავება, თავის მხრივ, დამოკიდებულია Ca2+ დონეზე.

სისხლში მის კონცენტრაციაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს – ცილები, მაგნიუმი (ჰიპოკალციემიის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მაგნიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა), მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (ალკალოზი ზრდის შეკავშირების დონეს და ამცირებს იონიზირებული კალციუმის კონცენტრაციას; ხოლო აციდოზი, პირიქით, ამცირებს შეკავშირების დონეს და ზრდის იონიზირებული კალციუმის კონცენტრაციას სისხლში).

თავისუფალი კალციუმის განსაზღვრა შესაძლებელს ხდის უფრო ზუსტად შეფასდეს კალციუმის ცვლის მდგომარეობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია და რეანიმაცია და რომლებიც იღებენ ჰეპარინს, ბიკარბონატებს, კალციუმისა და მაგნიუმის პრეპარატებს.

იონიზირებული კალციუმის განსაზღვრა საერთო კალციუმის განსაზღვრასთან შედარებით უფრო ინფორმაციულია ჰიპერკალციემიური მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის, კერძოდ პირველადი ჰიპერპარათირეოზის დროს (ხასიათდება სისხლში თავისუფალი კალციუმის კონცენტრაციის ზრდით და საერთო კალციუმის კონცენტრაციის უცვლელი დონით), ონკოლოგიურ და დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

ორსულობის დროს შრატში საერთო კალციუმის დონე მცირდება ალბუმინის კონცენტრაციის შემცირების პარალელურად, თუმცა თავისუფალი კალციუმის დონე ნორმალურ დიაპაზონში რჩება.

იონიზირებული კალციუმის დონე, რომლის დროსაც შესაძლებელია ტეტანიის და კრუნჩხვების განვითარება: <0,8 მმოლ/ლ; კრიტიკული, სიცოცხლისათვის საშიში დონე: <0,7 მმოლ/ლ (ზოგიერთი ცნობით – <0,5 მმოლ/ლ).

როდის ჩავიტაროთ ტესტი კალციუმზე?

  • ბიოლოგიურად აქტიური კალციუმის ფრაქციის შეფასება ორსულებსა და ახალშობილებში;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;
  • ძვლოვანი ქსოვილის დაავადებები;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • ტეტანია;
  • ვრცელი ტრავმა;
  • სეფსისი;
  • დამწვრობა;
  • პანკრეატიტი;
  • აციდოზი;
  • მულტიორგანული უკმარისობა;
  • ავთვისებიანი ჰიპერკალციემია;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები და ა.შ.
  • ციტრატის შემცველი სისხლის გადასხმა;
  • ჰეპარინის მიღება;
  • ქირურგიული ჩარევები;
  • დიალიზი;
  • ექსტრაკორპორალური ცირკულაციის შემდგომი პერიოდი და ა.შ;

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იონიზირებული კალციუმის კონცენტრაცია იზრდება:

  • პირველადი ჰიპერპარათირეოზი;
  • ექტოპიური სიმსივნეები, რომლებიც გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს;
  • D ვიტამინის ჭარბი მიღება;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები და მეტასტაზები;
  • აციდოზი.

იონიზირებული კალციუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • პირველადი ჰიპოპარათირეოზი, ფსევდოჰიპოპარათირეოზი;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • სეფსისი;
  • მწვავე პანკრეატიტი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ჩონჩხის კუნთების მძიმე დაზიანებები;
  • ჰემოდიალიზი კალციუმის დაბალი კონცენტრაციით დიალიზატში;
  • ციტრატის შემცველი სისხლის გადასხმის შემდეგ;
  • ფართო დაზიანებების, ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
  • დამწვრობა;
  • მულტიორგანული უკმარისობა;
  • მაგნიუმის დეფიციტი;
  • ალკალოზი;
  • ჰიპერნატრიემია;
  • ატროფიული გასტრიტი.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/calciy-ionizirovanniy.html
https://www.synevo.ro/shop/calciu-ionic/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button