
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾215.00
იოდის განსაზღვრა შარდში – ტესტი გამოიყენება ორგანიზმში იოდის დონის შესაფასებლად, რაც მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. იოდის სიჭარბის ან დეფიციტის განსაზღვრისთვის, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იოდის შემცველ პრეპარატებს
მოლეკულური იოდი (I 2 ) შეიწოვება ნაწლავიდან, აქტიური დიფუზიის გზით, ხოლო იოდის მარილების შეწოვა ხდება კუჭის ლორწოვან გარსში განლაგებული ტრანსპორტერი ცილის (symporter) საშუალებით.
იოდი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირების და ბავშვებში ნერვული სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, იოდის დეფიციტი წარმოადგენს გავრცელებული ენდოკრინული დაავადებების – ჩიყვისა და პირველადი ჰიპოთირეოზის, ისევე როგორც მენტალური განვითარების შეფერხების უხშირეს მიზეზს.
იოდი უშუალოდ მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფორმირებაში. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ბაზალურ მემბრანაში მდებარეობს ტრანსპორტერი ცილა (symporter), რომელიც უზრუნველყოფს Na + /I ტრანსპორტირებას და კონტროლდება თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მიერ.
ტრანსპორტერი ცილა უზრუნველყოფს ფოლიკულის უჯრედებში იოდის კონცენტრაციის მომატებას, ვიდრე მისი დონე შრატის იოდის დონესთან შედარებით 20-40-ჯერ მაღალი არ გახდება. ამის შემდეგ ერთატომიანი იოდი იჟანდება I 2-მდე თიროიდპეროქსიდაზას (TPO) მონაწილეობით და მონაწილეობს თირეოგლობულინის მოლეკულის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის საბოლოო ჰორმონებს წარმოადგენს T4 თიროქსინი და T3 ტრიიოდთირონინი. T4-ის მოლეკულური წონის 65% , ხოლო T3-ის 59% შეადგენს იოდი.
ნორმის პირობებში მიღებული იოდის 30% აკუმულირებულია ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილსა და ჰორმონებში, ხოლო დანარჩენი 70% გადანაწილებულია სარძევე ჯირკვლებში, კუჭის ლორწოვანში, თვალის ქსოვილში, სანერწყვე ჯირკვლებში. ამ ქსოვილების უჯრედებში იოდი Na + / I symport ტიპის ტრანსპორტერი ცილით შედის.
იოდის რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებისთვის 150-290ნგ შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების წარმოსაქმნელად 70ნგ დღეში საკმარისია, თუმცა, იოდის ასეთი მაღალი დოზა საკვებ რაციონში აუცილებელია კუჭის ლორწოვანის, სანერწყვე ჯირკვლების, პირის ღრუს ლორწოვანის, კანის, თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) და თავის ტვინის ქოროიდული წნულის (ქსოვილი ტვინის პარკუჭებში, სადაც გამომუშავდება თავ-ზურგტვინის სითხე) გამართული ფუნქციონირებისათვის.
იოდის დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც მიღებული იოდის დღიური ოდენობა 20ნგ-ზე ნაკლებია. ამას მოსდევს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მოცულობის ზრდა ანუ ჩიყვის ჩამოყალიბება, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს, ჯირკვლის მიერ ჰორმონის წარმოქმნის დონის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, კლინიკურად ხშირად ვლინდება ჰიპოთირეოზი რაც შესაძლოა ქალებში – ანოვულაციის, უნაყოფობის, ორსულობის ჰიპერტენზიის, სპონტანური აბორტების და მკვდრადშობადობის მიზეზი გახდეს.
იოდის დეფიციტი, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დეფიციტს, სიყრუეს, ტვინისა და სხვა ორგანოების თანდაყოლილ ანომალიებს, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს და სხვა არაერთ პათოლოგიას იწვევს.
შრატის იოდი – განსაზღვრა აუცილებელია არამარტო დეფიციტის გამოვლენის მიზნით, არამედ სიჭარბისაც, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად ამიოდარონის ხანგრძლივმა მიღებამ.
იოდის ქრონიკული ტოქსიკური ეფექტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ იოდის დღიური დოზა აჭარბებს 1.10 ნანოგრამს. თუმცა, იოდის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა ჯირკვლის ფუნქციონირება დათრგუნოს. იოდის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტალის გემო პირის ღრუში, ჭარბი ნერწყვდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების ნიშნები, კანის აკნესმაგვარი დაზიანებები და სხვა.
პაციენტის მომზადება:კვლევისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: 24 სთშარდი
გადოლინიუმის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის დროს, მეტალების და სხვა მიკროელემენტების კვლევა შრატში უნდა დაყოვნდეს მინიმუმ 48 საათით, რადგან გადოლინიუმი გავლენას ახდენს მაჩვენებელზე.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |