ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾42.00 Original price was: ₾42.00.₾37.80Current price is: ₾37.80.
კოვიდ-19 და გრიპი (ინფლუენზა) A/B კომბინირებული მულტიპლექს სწრაფი ტესტი იძლევა საშუალებას ერთდროულად აღმოაჩინოს და განასხვავოს ვირუსები, რომლებიც იწვევენ ცივი სეზონის ყველაზე გავრცელებულ სასუნთქი გზების ინფექციებს: კოვიდ-19, გრიპი A და B ტიპებს.
კოვიდ-19 და გრიპი (ინფლუენზა) A/B სწრაფი ტესტი ლატერალური იმუნოანალიზის გზით, ნაზოფარინგეალურ ან ცხვირის ნაცხის ნიმუშში ხარისხობრივად განსაზღვრავს SARS-Cov-2-ის ნუკლეოკაფსიდურ და გრიპი A (მათ შორის H1N1 და H5N1) და B ვირუსულ ანტიგენებს.
რესპირატორული ვირუსები იწვევენ მწვავე, ადგილობრივ და/ან სისტემურ პათოლოგიურ ცვლილებებს. რთული შემთხვევები გვხვდება ხანდაზმულებში, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და ბავშვებში.
როგორც კოვიდ-19-ს, ასევე ინფლუენზა A/B გრიპს შეიძლება ჰქონდეთ სიმპტომების სხვადასხვა ხარისხი, დაწყებული სიმპტომების გარეშე (ასიმპტომური), ასევე მძიმე სიმპტომებამდე. კოვიდ-19-ისა და გრიპის საერთო სიმპტომები მოიცავს:
ანტიგენზე ტესტის ჩატარება რეკომენდებულია სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში.
დადებითი შედეგი :
მიუთითებს კოვიდ-19 ან/და ინფლუენზა (გრიპი) A/B ვირუსული ანტიგენების არსებობაზე. ინფექციის სტატუსის დასადგენად აუცილებელია კლინიკური სიმპტომების და სხვა დიაგნოსტიკური პარამეტრების კორელაცია. დადებითი შედეგი არ გამორიცხავს სხვა ბაქტერიულ ან ვირუსულ ინფექციებს.
უარყოფითი შედეგი :
ინფლუენზა, რომელიც ცნობილია როგორც გრიპის გამომწვევი, არის გადამდები რესპირატორული ვირუსი. გრიპი არის სასუნთქი გზების სწრაფად გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს რესპირატორული სეკრეტის, ცემინების ან ხველის დროს. მას ახასიათებს ანტიგენური ცვალებადობა , სეზონურობა და ძლიერი ზემოქმედება პოპულაციაზე. გრიპის A და B ტიპები ყველაზე გავრცელებული ფორმებია, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ სეზონურ ეპიდემიებს.
„კოვიდ-19“ არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით (ე.წ „კორონა“ ვირუსით) და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელთა დადგენაც (ცვლილებების მონიტორინგი) შესაძლებელია სისხლის სპეციფიური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |