Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c)

ცნობილი როგორც:Glycated Hemoglobin(HbA1c)
SKU: 1080

38.70

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) არის ჰემოგლობინი, რომელშიც გლუკოზის მოლეკულა კონდენსირებულია ჰემოგლობინის მოლეკულის β-ჯაჭვის β-ტერმინალურ ვალინთან (ამინომჟავა). გლიკოზირებული ჰემოგლობინი წარმოადგენს ჰემოგლობინის მცირე პროცენტს (5-7%). იგი არის შედეგი ერითროციტების მთელი სიცოცხლის განმავლობაში (დაახლოებით 100-120 დღე) სისხლიდან გლუკოზის უწყვეტი და შეუქცევადი შეკავშირებისა. გლიკოზილირება ხდება ორ ეტაპად, არაფერმენტული რეაქციების გზით, სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით. გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის მატება პროპორციულია სისხლში გლუკოზის საშუალო კონცენტრაციისა ტესტირებამდე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში; სისხლში მისი დონე ნორმალიზდება ეუგლიკემიის მიღწევიდან 4-6 კვირის შემდეგ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • შაქრიანი დიაბეტის და შუალედური ჰიპერგლიკემიის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • დიაბეტის გართულებების განვითარების რისკის პროგნოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის გაზრდა:

  • ჰიპერგლიკემიის არსებობა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში;
  • ცუდად კონტროლირებადი ან ახლად დიაგნოზირებული შაქრიანი დიაბეტი;
  • გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევით მიმდინარე სხვა მდგომარეობები;
  • რკინის დეფიციტი;
  • სპლენექტომია;
  • ჰემოგლობინოპათიები (კონცენტრაციის ცრუ ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ნაყოფის ჰემოგლობინის (HbF) მაღალი კონცენტრაციით).

გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება:

  • ჰიპოგლიკემია;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • სისხლდენა;
  • სისხლის გადასხმა;
  • ჰემოგლობინოპათია;
  • ორსულობა.

დამატებითი ინფორმაცია

HbA1C ტესტი გამოიყენება სკრინინგისთვის, დიაგნოსტიკისა და გლუკოზის დონის გრძელვადიანი მონიტორინგისთვის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ის ასევე თამაშობს პროგნოზულ როლს დიაბეტის მაკრო- და მიკროვასკულარული გართულებების რისკის განსაზღვრისას.

2010 წლიდან ADA-ს (ამერიკული დიაბეტის ასოციაცია) რეკომენდაციით დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება გლიკოზირებული ჰემოგლობინი HbA1c-ის განსაზღვრა ზღვრული მნიშვნელობით 6,5% ან მეტი.

გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) შესწავლის უპირატესობები დიაბეტისა და პრედიაბეტის დიაგნოსტიკისთვის:

  • ასახავს გლიკემიის დონეს დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ახასიათებს ქრონიკული ჰიპერგლიკემიის მდგომარეობას.
  • უზმოზე ტესტირება საჭირო არ არის, ამიტომ სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ დროს შეიძლება.
  • არ არის დამოკიდებული კვებით ან ემოციურ ფაქტორებზე, მედიკამენტებზე და სტრესზე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button