ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾117.00
გლუტამატ-დეკარბოქსილაზა (GAD) ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს გლუტამატის გამა-ამინოერბომჟავად (GABA) და ნახშირბადის დიოქსიდად (CO2) დეკარბოქსილირების პროცესში. გლუტამატ დეკარბოქსილაზა ორი იზოფორმის სახით არსებობს ორგანიზმში, რომლებიც სხვადასხვა გენების მიერ კოდირდება: GAD 1 და GAD 2.
ფერმენტის GAD 1 და GAD 2 იზოფორმები გვხვდება ტვინში, სადაც გამაერბოსმჟავა ნეიროტრანსმიტერის ფუნქციას ასრულებს, ხოლო GAD 2 – გვხვდება ასევე პანკრეასში (ლანგერჰანსის უჯრედებში).
გლუტამატდეკარბოქსილაზას ორივე იზოფორმა წარმოადგენს სამიზნეს აუტოანტისხეულებისთვის, იმ ადამიანებში, რომლებსაც განუვითარდათ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ან ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტის სინდრომი მოზრდილებში. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს აუტოანტისხეულების პირდაპირ სამიზნეს წარმოადგენს ლანგერჰანსის (ბეტა-კუნძულოვანი) უჯრედები, რომლებიც იმუნური პროცესების გავლენით თანდათანობით ზიანდება.
ამ პროხესის შედეგია ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. აუტოანტისხეულების აღმოჩნეა შესაძლებელია გლუკოზატოლერანტობის დარღვევამდეც კი, როდესაც მეტაბოლური ტესტების შედეგები ჯერ კიდევ ნორმაშია. კვლევებით დადგენილია, რომ გლუტამატ-დეკარბოქსილაზას აუტოანტისხეულების მქონე ადამიანებში გლუკოზატოლერანტობის დარღვევა ბევრად მძიმეა, ვიდრე აუტოანტისხეულების არმქონე პირებში.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან მინიმუმ 7 საათში)
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <10 საერთ. ერთ/მლ
გლუტამატ-დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო აუტო-ანტისხეულები გვხვდება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის 80%-ში, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. აუტო-ანტისხეულების დაბალი ტიტრი (კონცენტრაცია) შესაძლოა გამოვლინდეს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის 5%-მდე შემთხვევებში. ამ აუტოანტისხეულების პროგნოზული ღირებულება იზრდება ტიტრის მატებასთან ერთად და (ტიპი 1 შქრიანი დიაბეტის) სხვა აუტოანტისხეულების თანაარსებობისას.
ამგვარად, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანების პირველი რიგის ნათესავებში, რომლებსაც მინიმუმ 3 სახის აუტოანტისხეულები აღენიშნებათ, ტიპი 1 დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება 80-100%-მდე.
გლუტამატდეკარბოქსილაზას აუტოანტისხეულები შესაძლოა არსებობდეს სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროს, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, ან ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე აუტოაგრესიული პროცესებისას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები